„ისეთი სისასტიკეა სახლებში შიგნით, სახლებში ჟურნალისტებს არ უშვებენ, ჰოლოკოსტი გლობალური იყო, სამწუხაროდ, მაგრამ ისრაელში უარესია, როცა შედიხარ სახლში და ყველას ჟლეტავ,“ – ეს განცხადება ისრაელის ქართულენოვანი ტელევიზიის ხელმძღვანელმა, მომღერალმა მორის ჯანაშვილმა გააკეთა.
მორის ჯანაშვილის თქმით, ჰამასის შეტევა კარგად დაგეგმილი იყო, თუმცა ისრაელში მიღებულია გადაწყვეტილება რადიკალური სამხედრო ორგანიზაციის განადგურების.
სხვა უფრო სერიოზული საფრთხეა ტერორისტები, ათასზე მეტი კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისრაელში, ნაწილ-ნაწილ ჯგუფებად დამალულები არიან, მაგათ დასდევენ სპეცრაზმი. ერთი საათის წინ ორი გაანეიტრალეს, ერთი გაიქცა, სამი ტერორისტი იყო ჩასაფრებული ტყეში, წყლით, საგზლით.
900 კაცია ჩახოცილი და კიდევ ალბათ, უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება ამ ყველაფერს და 2700 კაცია დაჭრილი, იქიდან 200 მძიმედ. მძევლებად ალბათ, უფრო მეტი ჰყავთ წაყვანილი, ზუსტად არავინ იცის.მიზანი ის იყო, რომ წელიწადზე მეტია, ემზადებოდნენ ამ ყველაფრისთვის, ინსტრუქტაჟიც კარგად ვიცით საიდან მოდის, იმიტომ, რომ ისრაელის ყველაზე დიიდ მტრის გაერშე, ირანის გარეშე ვერ გაბედავდნენ ამ ყველაფერს. ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს იმათ, როგორ, რანაირად, ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, 22 დასახლება, რომელიც ღაზას სექტორში ალყაშემოყრილია, ყველა დანიშნულებაზე სხვადასხვა ჯგუფი შევიდა, 13 ადგილას გაირღვა საზღვარი ისრაელის, ააფეთქეს კედელი და შემოვიდნენ ერთდროულად, 1500-ზე მეტი ტერორისტი შემოვიდა.
საქმე იმაშია, რომ ისრაელის დაზვერვა, ისრაელის საზღვრების ჯარი მოსუსტებული იყო, იმიტომ, რომ დღესასწაული იყო. დიდი ზეიმი იყო და ეს ზეიმი ჩააშხამა, ჰოლოკოსტის მერე ებრაელების მიმართ ასეთი რამე არ მომხდარა, როცა უკვე თითქმის 1000 კაცია ჩახოცილი.
მიღებულია გადაწყვეტილება იმის, რომ “ჰამასმა” აღარ იარსებოს, როგორ გააკეთებენ ამას, რამდენი ხანი დასჭირდება და რა ფორმით გააკეთებენ ამას, თვითონ იციან. ყველაზე დიდი დილემაა გატაცებულები, მძევლები, მაგრამ ამ ეტაპზე, ამასაც გვერდზე დებს ისრაელი და გადაწყვეტილი აქვს, რომ ჰამასის ორგანიზაციამ აღარ უნდა იარსებოს,“ – ამბობს მორის ჯანაშვილი.