ედუარდ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟია. ედუარდი 1995 წლი 21 ივლისს დაიბადა.
სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, რომელიც 2017 წელს დაამთავრა. 15 წლის ედუარდ სააკაშვილი, გინესის რეკორდსმენი გახდა I-Pad-ზე ინგლისური ანბანის სწრაფად აკრეფაში. მას მარჯვენა ხელით ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა.
ედუარდი სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, სადაც სწავლის ქულების შეფასებით, 380 კურსდამთავრებულებს შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა. იგი პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობს რადიოპროგრამების პროდიუსერად და თანამშრომლობს BBC-ის “National Public Radio“-სთან. ედუარდ სააკაშვილი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობს.
2018 წლის ივლისში ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა. მისი მეორე ნახევარი ებრაული წარმოშობის ულამაზესი გოგონა ადინე მელვუს-პეტრუსია.
2020 წელს ედუარდ სააკაშვილს ნახევარდა შეეძინა. სოფო ნიჟარაძემ 2020 წლის ივნისში შტატებში იმშობიარა. თავიდან რამდენიმე ხანს ბავშვის მამის ვინაობა უცნობი იყო, თუმცა მას მერე რაც მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს, სოფო შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა, სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ პატარა ელის-მარიას მამა მიხეილ სააკაშვილი იყო. ექსპრეზიდენტმა ეს ამბავი მალევე დაადასტურა.
წყარო: elnews.ge