5 აგვისტოს, ინგლისში “სტემფორდ ბრიჯზე“ უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება. მატჩს საქველმოქმედო ხასიათი ექნება და შემოსული თანხა ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლების აღდგენას მოხმარდება.
გუნდების კაპიტნები “არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო არიან. ცნობილია, იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა, შოთა არველაძე.
არველაძე ზინჩენკოს გუნდში (ყვითელი გუნდი) იქნება. შოთის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერია, ხოლო მისი თანაგუნდელები: იენს ლემანი, ჯოლეონ ლესკოტი, პერ მერტესაკერი, ვერ მორგანი, ხერარდ პიკე, იონ არნე რიისე, ბაკარი სანია, ანტონიო ვალენსია, პატრიკ ბერგერი, ედგარ დავიდსი, რობერტ პირესი, პატრიკ ვიეირა, ჯეკ უილშირი და რობი კინი არიან.