14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი იზრდება. პროკურატურამ გოგონას დედას და ბიძას ბრალი წარუდგინა. ამ წუთებში კი რუსთავის სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შესახებ სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა ბიძას პატიმრობაში და რა ბედი ელის დედას.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარე, ორივე ბრალდებულის მიმართ, როგორც გარდაცვლილის დედის, ასევე ბიძის მიმართ მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ასეთი მოთხოვნა სასამართლოს მიმართ უკვე გვქონდა. თავდაპირველად, როგორც ბიძის, ასევე დედის მიმართ ჩვენ მოვითხოვეთ დაკავების ღონისძიებაზე შესაბამისი განჩინების გაცემა, თუმცა, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ასეთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ბრალდების მხარემ პოზიცი არ შეიცვალა და დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ დაასაბუთებს იმ საფუძვლებს, რატომ უნდა იყოს დედა პატიმრობაში.
დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შეძლებული, შესაბამისად, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისა და მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ, როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა, რომ უკან დაებრუნებინა, სწორედ დედა იყო პირი, ვინც იმ გატაცებულ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა, – ამბობს ბრალდების მხარე.