განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს მეოთხე საჯარო სკოლამ უარი უთხრა, ხათუნა ლომთაძემ 13 ხმიდან მხოლოდ ერთი ხმა მიიღო.
ამ წუთებში, მეოთხე საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის არჩევნები დასრულდა. სამეურვეო საბჭოს 13 წევრს კენჭი უნდა ეყარა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული კანდიდატისათვის.
განათელების სამინისტრომ ამ სკოლაში დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი, ხათუნა ლომთაძე წარადგინა.
სამეურვეო საბჭოს 13 წევრიდან ლომთაძემ 1 ხმა მიიღო , რაც დირექტორობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
აქედან გამომდინარე, მეოთხე საჯარო სკოლის სამურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული კანდიდატურა ჩააგდო.