რატომ იტბორება ოზურგეთი?

ირკვევა რომ დატბორვის ძირითადი მიზეზი ხელისფლების არაკვალიფიციურობა და ურურადღებობაა

ბოლო წლების განმავლობაში ქალაქი ოზურგეთი რამდენჯერმე დაიტბორა, განსაკუთრებით მისი ცენტრალური ნაწილი

მძიმე მდგომარეობაა გმირთა მოიედანზე აგრარულ ბაზარში და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში

არცთუ ისე უხვი ნალექიც კი საკმარისია რომ როგორც მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში ასევე ადგილობრივ მეწარმეებს ადიდებულმა წყალმა ასეულ ათასობით ლარის ზარალი მიაყენოს

ადგილობრივები ხშირად ქალაქის დატბორვის მიზეზად სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობასა და არასწორად ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობენ

ქალაქს ძირითადად მასში ჩამომავალი ორი პატარა მდინარე ბაზრის წყალი და სკუჩა ტბორავს = ორთავე სათავეს ცხემლისხიდის თემში მდინარე ნატანებიდან იღებს

თუმცა ირკვევა რომ დატბორვის მიზეზი არა იმდენად უხვი ნალექი არამედ ადგილობრივი ხელისუფლების არაკვალიფიციურობა და უყურადღებობაა

რადგან ორთავე ამ პატარა მდინარის სათავეს გააჩნია ჩამკეტი მოწყობილობა როცა უხვი ნალექის დროს მდინარე ნატანებთან = ოზურგეთში ჩამომავალი ორთავე მდინარე იკეტება და ზედმეტი წყალი არა ქალაქისაკენ არამედ ისევ მდინარე ნატანების კალაპოტში ბრუნდება

თუმცა ყველა ეს ჩამკეტი ნაგებობა მწყობრიდან გამოსულია და ხელისუფლება მის შესაკეთებლად არაფერს აკეთებს, არადა ადგილობრივები და სპეციალისტები გვიხსნიან რომ მისი შეკეთება და შესაბამისად ქალაქ ოზურგეთისათვის დატბორვის საფრთხის მოხსნა მინიმალურ თანხებთან არის ასოცირებული

მთავარს ამ თემაზე ცხემლისხიდის გამგებებელი გასული საუკუნის 90 იან წლებში ნუგზარ გიორფაძე ესაუბრება, რომლის გამგებლობის დროსაც შეკეთდა ეს მდინარის ჩამკეტები,

გიორგაძე ყვება თუ როგორ გაკეთდა და რა მნიშვნელობა აქვს ქალაქისათვის ამ მოწყობილობას ამბობს რომ რამდენჯერმე მიმართა ოზურგეთის ხელისუფლებას თუმცა მას არავინ მოუსმინა

ოპოზიციაში ხელისუფლების უყურადღებობის მიზეზად არაკვალიფიციურობას და კორუფციას ასახელებენ და აცხადებენ რომ მოსახლეობის ფეხებზე დაკიდება და იგნორირება მათი მოთხოვნების = ხელისუფლებისათვის ჩვეულებრივ ამბად იქცა

ოზურგეთის დატბორვის მეორე მიზეზი ამ პატარა მდინარეების კალაპოტების სამშენებლო ნაგვით ამოვსებაა

მდინარე სკუჩა ქალაქში ჩადინებამდე რამდენიმე კილომეტრზე ამოვსებულია ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მორჩენილი ნაგვით რაც არ აძლევს ადიდებულ მდინარეენს მასში შემავალი არხებით სარგებლობას

ეს ნაგავი ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების სიტყვიერი ნებართვით, უკანონოდ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა დაყარეს

ოზურგეთის მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ რომ მერი ავტანდილ თალაკვაძე ადგილზე არ იმყოფება

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share