ძველი გურიის საქორწინო წესები (ძიმითი – ქობულეთი)

კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებულში (1900 წელი) გამოქვეყნებულია გურიაში სოფელ ძიმითში ჩაწერილი საქორწილო წესები, რომელიც ამავე მასალის მიხედვით ძალიან ძველი იყო და უკვე 1900 წელს ნაკლებად გვხვდებოდა გურიაში. საინტერესოა ამ მასალის შედარება ქობულეთში არსებულ ძველ საქორწინო წესებთან, რომელიც 1929 წელს არის ჩაწერილი ქობულეთელი ხასან დუმბაძისაგან, რომლის თქმითაც ეს წესები ძველია და იმ დროს უკვე აღარ გამოიყენებოდა. როგორც ჩანს ეს წესები ადრე ერთნაირი იყო მაგრამ იმ დროისათვის უკვე რელიგურმა განსხვავებამ ბევრი რამ შეცვალა. აქვე აღსანიშნავია, რომ ძიმითის, აკეთის და მიმდებარე სოფლების მოსახლების დიდი ნაწილი ქობულეთიდანაა გადმოსახლებული.
.
ორივე ვარიანტის მიხედვით სასიძოსათვის საცოლის შერჩევაში მთავარ როლს თამაშობდა სასიძოს დედა – „„ბიჭიზა გოგოს ამეჲრჩევს დედაჲ – თუ მოსწონდება.“ (ხ.დ.).
.
ძიმითის ვარიანტის მიხედვით საქორწინო რიტუალი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა და გრძელდებოდა რამდენიმე თვე. ჯვრისწერა იმართებოდა იმ ეკლესიაში, რომლის მრევლსაც მიეკუთვნებოდა პატარძალი, ჯვრისწერის შემდეგ საქორწილო სუფრა იმართებოდა პატარძლის ოჯახში, რის შემდეგაც სიძე იქვე რჩებოდა სამ დღეს.
.
სამი დღის გასვლის შემდეგ სიძე პატარძალს ტოვებდა მამის ოჯახში და მიდიოდა თავის სახლში, დაახლოებით ორი სამი კვირის შემდეგ სიძე ბრუნდებოდა პატარძალთან და რჩებოდა ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ სიძე კვლავ მარტო ბრუნდებოდა თავის ოჯახში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სიძე აგზავნიდა თავის ნათესავებს, რომელსაც მოყავდათ პატარძალი სიძის ოჯახში სადაც იმართებოდა ქორწილი.
.
ქობულეთური ვარიანტიდან ჩანს, რომ სიძე ამ შემთხვევაშიც ტოვებს პატარძალის მამის ოჯახში და მიდის სახლში და პატარძალი შემდეგ მიყავნე ოჯახში მის ნათესავებს – „სიძე სახშია; მუყვანებენ. ეზოში ჩამწკრიებულჲა ორათ ქალის და ბიჭის ნათესავები, მომყოლები.“ ასევე „ბიჭს ეტყვჲან: შენ თუ ტყულაჲ დატუამ, ჯარიმას გადაგახთიებთ. თუ ბოზჲა, აბდალი, ქურდი, მაშვინ გაგდე! თუ შენ სხვა მოგწონს, მაშვინ ვაჲ შენ! ქალმა თუ დატია, გზითს ვერ წეჲღებს. ასე იყო წინა დრუებაში. აწ გამაჲცვალა წესიები, ჩუენ დრუებაში.“
.
– Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа 1900 г. №27 (Учитель начального училища при Кутаисской учительской семннаріи – Т. Табукашвили)
– მთქმელი: ხასან დუმბაძე. ჩაწერის ადგილი: ქობულეთი; ჩაწერის წელი: 1929; ქართული დიალექტოლოგიის მასალები შოთა ძიძიგური(corpora.co)
ქორწილი გურიაში – 1907 წლის კარიკატურა
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share