ბახვის წყლის ხეობაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, კომპანია ბახვი ჰესი ორი ჰიდრო ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს
„ბახვი 1“ და „ბახვი 2“
მიმდინარე წელს, კომპანიამ, ბახვი ჰესის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, ჰესების მშენებლობა კი მომავალი წლიდან დაიწყება.
„ჩვენ გვსურს შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების პროექტები იყოს მისაღები თითოეული დაინტერესებული ჯგუფისთვის. მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა შესაძლებელია ისეთი სტანდარტით, რომელიც აღიარებულია წამყვან ევროპულ ქვეყნებში. სწორედ ამ წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია გამჭირვალობა და ჩართულობა ყველა დაინტერესებული მხარის შესაბამისად. აქტიურად ვთანამსრომლობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გარემოს დამცველებთან და ადგილობრივ მედიასთან. ვხელმძღვანელობთ დასავლური გამოცდილებით და ვცდილობთ მათი საუკეთესო პრაქტიკების გურიაში დანერგვას“ – გვეუბნება კომპანია ბახვი ჰესის დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი.
კომპანია “ბახვი ჰესის” ორგანიზებით, ამ დღეებში, ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის, ბახვის წყლის ხეობაში სპეციალური მედია ტური გაიმართა.
კომპანიის წარმომადგენლებმა. ჟურნალისტებს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა გაგვაცნეს და ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხეს.
ბახვი 1 ჰესის დადგმული სიმძლავრე 10.9 მეგავატი, ხოლო, წლიური გამომუშავება 43,1 გვტსთ. ბახვი 2ა სადგურის დადგმული სიმძლავრე 11.4 მეგავატი, ხოლო, წლიური გამომუშავება 48.6 გვტსთ. ხოლო ბახვი 2ბ სადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატი, ხოლო, წლიური გამომუშავება 88.8 გვტსთ. იქნება.
საერთო ინვესტიციის ოდენობა ორივე პროექტში 250 მილიონ ლარს აღემატება.
ჰიდროენერგეტიკა განახლებადი ენერგიის წყაროა, ეს რესურსი ელექტროენერგიის წარმოებაში უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, ქვეყანაში მოხმარებული ელენერგიის საერთო წილიდან ჰიდროელექტროსადურებზე 63% მოდის.
თუ ბოლო წლების დინამიკას თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ რომ ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის დინამიკა მკვეთრად იზრდება.
აქედან გამომდინარე ყოველწლიურად იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობა.
გარდა იმისა რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის, რადგან ასეთ პირობებში სულ უფრო დამოკიდებულები ვხვდებით მეზობლებზე, ასევე ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა იწვევს ერთის მხრივ სავალუტო რესურსის გადინებას, მეორეს მხრივ კი მოხმარებულ ელენერგიაზე ტარიფების ზრდას, რაც მნიშ
ვნელოვნად უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის ისედაც არასახარბიელო სოციალურ ეკონომნიკურ მდგომარეობაზე.
აქედან გამომდინარე, საკუთარი ენერგო პოტენციალის გაზრდა, ერთის მხრივ უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისათვის, ასევე ელენერგიაზე არსებული ტარიფების შენარჩუნებასა და შემდგომში კლებისათვის.
აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე კომპანიამ, ადგილობრივ მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პარალელურად, უდიდესი სამუშაოები გასწია როგორც სამიზნე არეალის ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილებების რისკის, ასევე ტყის საფარისა კვლევებზე.
დიდი სამუშაოები განხორციელდა თევზის გადაადგილების, მდინარის რეჟიმისა და ეკოლოგიური ხარჯის შესწავლაზე.
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ კვლევაში ჩართული იყო მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები და კომპანიები, რაც იშვიათი მოვლენა გახლდათ ამ მხარეში შემოსულ ინვესტორებისაგან.
მაგალითისათვის, მოწვეული იყო
პიერ ბიდერმანი – გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მმართველობის საერთაშორისო ექსპერტი 25 წლიანი გამოცდილებით, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage-ს დამფუძნებელი და მთავარი მკვლევარი. მან გააკეთა მიკრო და მარკოკლიმატის კვლევა, კუმულაციური ზემოქმედების კვლევა და ასევე, ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ჭრილში.
ხოლო მეორე მკვლევარი, ნიკოლა ფოლკსი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SLR-ის ბრიტანელი მკლევარია. მან ბიომრავალფეროვნების კვლევა და ბიომრავალფეროვნების მართვის მიმართულებით, შემარბილებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა გააკეთა ბახვი ჰესის პროექტებისთვის.
პროექტის ტექნიკური ნაწილის შესაქმნელად მოწვეული უცხური საინჟინრო კომპანიები:
2021 – 2023 წლებში პროექტზე მუსაობდა ავსტრიული კომპანია AFRY, 2023 წლიდან კი პროექტში ჩაერთო ავსტრიული კომპანია POSH & Partners.
ასევე, მნიშვნელოვანია კომპანიის სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამა,. რომელიც სამიზნე სოფლებში ჩხაკაურა (ჩოხატაური) და მთისპირი (ოზურგეთი) ხორციელდება.
ბახვი 1 ჰესი ჩოხატაურიდან 20 ხოლო ოზურგეთიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. ის ბახმაროდან 3.5 კილომეტრითაა დაცილებული და ბახმაროს რეკრეაციული ზონის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. კურორტ ბახმაროსა და ჰესის სათავე ნაგებობას შორის სიმაღლეთა სხვაობა 200 მეტრია. ბახვი 1 ჰესის მხოლოდ 5% ხვდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, დანარჩენი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებშია მოქცეული.
ბახვი 2 კი ოზურგეთიდან 21.2 კილომეტრითაა დაცილებული. ბახვი 2 ჰესი მთლიანად ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია განთავსებული.