”თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ არ გავრცელებულა მასზე [ფარცხალაძეზე] მტკიცებულებები სანდო არხების მიღმა. თქვენი “სტრატეგიული პარტნიორები” ვაშინგტონში არ მოიწონებენ თქვენს აზრს, რომ ისინი ტყუიან. მაგრამ, იქნებ, არც გადარდებთ.”
სოციალურ ქსელ X- შიგამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი შალვა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ აშშ-სგან ფარცხალაძისა და მოსამართლეების სანქცირებაზე მტკიცებულებები არ მიუღიათ.