ირაკლიკობახიძეს ვითომ შემთხვევით წამოსცდა სალომე ზურაბიშვილის მეტსახელი “Стрекоза”, რომელიც მას საბჭოთა კგბ-მ მიანიჭა.
საერთოდ არ გამოვრიცხავ, მართალი იყოს.
მაგრამ კითხვა მაქვს – კობახიძემ საიდან იცის?
კითხვის ლოგიკა:
ა. ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა და მას, დიდზე დიდი ალბათობით, ცენტრალური კგბ დაავერბოვკებდა.
ბ. ამიტომ მისი პირადი საქმე და სააღრიცხვო ბარათი იქნებოდა დაცული მოსკოვში და არა თბილისში.
გ. ვიცით, რომ კგბ-ს აქაური არქივის დიდი ნაწილი საქართველოდან გაიტანეს, დარჩენილის დიდი ნაწილი კი დაიწვა 1991 წლის დეკემბერში, რაც კიდევ უფრო ამცირებს ალბათობას, დღემდე მოეღწია “სტრეკოზას” საქმეს.
დ. თუ ეს საქმე ან სააღრიცხვო ბარათი, გამონაკლისად, მაინც შემორჩა საქართველოში, შეუძლებელია, 2018 წელს ბორინკა ივანაშვილს და მის ხელისბიჭებს არ სცოდნოდათ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად კგბ-ს აგენტი წარადგინეს.
ე. თუ იცოდნენ და წარადგინეს, სახელმწიფო დამნაშავეები არიან.
ვ. თუ მაშინ არ იცოდნენ და მხოლოდ ახლა გაიგეს, ნიშნავს, რომ ინფორმაცია მოსკოვიდან ჩამოუვიდათ.
ზ. და თუ ახლა ჩამოუვიდათ მტერი სახელმწიფოს მთავარი სპეცსამსახურის საიდუმლო ინფორმაცია, ესე იგი, დღეს თავადაც იმ სპეცსამსახურს წარმოადგენენ.
თ. თუ ინფორმაცია სპეცსამსახურების / მთავრობების ხაზით მოეწოდა საქართველოს, საიდან გაიგო ამბავი ირაკლიკობახიძემ, ვინც არ წარმოადგენს მთავრობას/სპეცსამსახურს და არ არის უსაფრთხოების საბჭოს წევრი?
ი. მტერი სახელმწიფოს სპეცსამსახურის აგენტობა არის თუ არა საკმარისი საბაბი, რომ დაიწყოს ს. ზურაბიშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა?
კ. და, თუ აგენტობის ფაქტი დადასტურებულია, მაგრამ დევნა არ იწყება, არის თუ არა ეს საკმარისი საბაბი, დაიწყოს ირაკლიკობახიძის, ბორინკა ივანაშვილის და ბანდის სხვა წევრების სისხლისსამართლებრივი დევნა?
წერს საკუთარ ფეისბუკ გევრდზე ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი