როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას საქართველოში – პროგნოზი

28-29 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, მცირე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონში მოვიდეს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტია, ბახმარო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share