მიცვალებულთა დღე მექსიკაში, ავღანელი ლტოლვილები, მწყემსების მსვლელობა და ბურთების ინსტალაცია – 27 ოქტომბრის ფოტოები

წარმოგიდგენთ 26 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპული მედდის, ჰანიე კუდიჰის დაკრძალვის დროს ატირებული პალესტინელები.
ხან იუნისი, ღაზას სექტორი 📸 Mohammed Salem

Shenzhou-17-ის მისიის ასტრონავტები კოსმოსში გამგზავრების წინ მოწყობილ ცერემონიაზე.
შიდა მონღოლეთი, ჩინეთი 📸 Andy Wong

გოგონა სახელად ამალი 3-მეტრიან თოჯინასთან, რომელიც 10 წლის სირიელ ლტოლვილს განასახიერებს აშშ-მექსიკის საზღვარზე მისი მოგზაურობისას.
სიუდად-ხუარესი, მექსიკა 📸 José Luis González

მწყემსების მსვლელობა ცხვრებთან ერთად მადრიდის ცენტრში, პუერტა-დელ-სოლში ყოველწლიური აღლუმის დროს.
მადრიდი, ესპანეთი 📸 Manu Fernández

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კოროლევის სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია Energia-ს გამოფენაზე.
კოროლევი, რუსეთი 📸 Getty Images

კაშმირის მუსლიმები ლოცულობენ ტაძრის წინ, სადაც საეკლესიო მსახური სუფი წმინდანის – შეიხ საედ აბდულა კადირ ჯილანის რელიქვიას უჩვენებს მორწმუნეებს.
ქაშმირი, ინდოეთი 📸 Dar Yasin

ტერდ ბაკერი, ბუკინგემის სასახლის საათების რესტავრატორი დროს ასწორებს 1765–1785 წლების ბუხრის საათზე.
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო 📸 Aaron Chown

ვიზიტორები ესწრებიან Balloon Museum-ში გამოფენის გახსნას.
ნიუ იორკი, აშშ 📸 John Angelillo

ხალხი ათვალიერებს ინსტალაციას სახელწოდებით Glow, რომელიც არტ-ფესტივალ „სინათლის მდინარის“ ფარგლებში შეიქმნა.
ლივერპული, გაერთიანებული სამეფო 📸 Phil Noble

ღაზას სექტორიდან მოსალოდნელი საკარაკეტო თავდასხმის დროს, მანქანებიდან გადმოსული ხალხი თავს აფარებს.
თელ-ავივი, ისრაელი 📸 Gil Cohen-Magen

ბავშვი დაცხრილულ ავტომობილში ზის წმინდა მიქაელის ოქროს გუმბათოვანი მონასტრის წინ, სადაც განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი.
კიევი, უკრაინა 📸 Anatolii Stepanov

მუსტაფა ქემალ ათათურქის ნატურალური ზომის ფიგურა მატარებელში, რომელიც კოზიათაგის რკინიგზის სადგურში დგას.
სტამბოლი, თურქეთი 📸 Tolga Ildun

კონკურსანტი გამოდის Oceania Breaking-ის ჩემპიონატზე.
სიდნეი, ავსტრალია 📸 Dan Himbrechts

ინდოეთში ცხოვრელთა დამცველი ორგანიზაციების აქტივისტები პლაკატებითა და მაიმუნის ნიღბებით.
ნიუ დელი, ინდოეთი 📸 Rajat Gupta

Moulin Rouge-ის მოცეკვავეები ვარშავის ნაციონალური თეატრის კულისებში.
ვარშავა, პოლონეთი 📸 Wojtek Radwański

მოჩვენებებების ფორმაში ჩაცმული ადამიანები მიცვალებულთა ფესტივალზე.
ტლაქსკალა, მექსიკა 📸 Essene Hernandez

ავღანელი ლტოლვილები პაკისტან-ავღანეთის საზღვრის გადაკვეთის მომლოდინეთა რიგებში.
ტორხამი, პაკისტანი 📸 Abdul Majeed

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share