„ჩვენ კარგად უნდა დავინახოთ, რომ რუსულ ოცნებას ჩამოემსხვრა სრულად მის მიერ წარმოებული პროპაგანდა, როცა ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას სჭირდება ომი,“ – ეს განცხადება ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც ნარმანია ამბობს, ის 9 პუნქტი, რაც ევროკომისიამ საქართველოს სტატუსის მინიჭების შემთხვევაში შესასრულებლად დაუთქვა, შესასრულებლად ბევრად რთულია და ამის პოლიტიკური ნება „ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს.
”ეს 9 პირობა არის ბევრად იმაზე რთული, ვიდრე წინა 12. დეპოლარიზაციის პუნქტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ პრემიერთან ერთად ევროპაში ყოფნას დეპოლარიზაციად მონათვლას აპირებს.
პოზიტიური ამბავი, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის, რომ არჩევნებისთვის დაკვირვება ევროპული საზოგადოების მხრიდან გაიზრდება. ვიცით, რომ რუსულ ოცნებას არ უნდოდა კანდიდატის სტატუსის მიღება, ვიცით, რომ რუსულ ოცნებას არ უნდოდა ევროპული პერსპექტივა, ვიცით, რომ რუსულ ოცნებას არ უნდა ხელისუფლებიდან წასვლა, მაგრამ როდესაც არის ქართული საზოგადოების ნება მტკიცე, მათ უწევთ ნაბიჯების უკან გადადგმა, მათ აუცილებლად მოუწევთ ხელისუფლებიდან წასვლა,“ – ამბობს ნარმანია.