“ჩვენ შევაფასეთ სიტუაცია..მიზანი იყო ქართველი ხალხისთვის და ამ ქვეყნისთვის მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი..ჩვენი როლი არ არის ვინმესთვის დაძალება..უბრალოდ ვხედავთ ხალხის ნებას და ვცდილობთ, რომ შანსი მივცეთ ამ ხალხს” – ამის შესახებ “მთავარ არხთან” ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საუბრობს და ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას აფასებს.
“ჩვენ შევაფასეთ სიტუაცია საქართველოში და ჩვენი, საქართველოს მეგობრების მიზანი იყო, რომ შეგვესრულებინა ქართველი ხალხის მიზანი და მიგვენიჭებინა ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი. არის პირობები, თუმცა მასზე არ დავკონკრეტდები. ახლა ჩვენი მიზანია, რომ მოლაპარაკებები გავმართოთ წევრ ქვეყნებთან, რადგან ახლა მათი გადასაწყვეტია მიანიჭებენ თუ არა საბოლოოდ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ჩემი აზრით ყოველთვის შესაძლებელია, რომ დაუწესდეს სანქციები ადამიანებს, რომლებიც ჩადიან დანაშაულს და არღვევენ უფლებებს. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პრობლემა ის არის, რომ უნდა იყოს ხალხის ნება, მთავრობა კი უნდა მიყვებოდეს ხალხის ნებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული ოცნებას ამას გააკეთებს. ჩვენი როლი არ არის ვინმესთვის დაძალება, რომ ინტეგრირება მოახდინოს. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ ხალხის ნებას და ვცდილობთ, რომ შანსი მივცეთ ამ ხალხს” , – ამბობს ფოტიგა
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში უნდა მიიღოს, სრული თანხმობის პირობებში. 27-ვე წევრის პოზიცია დადებითი უნდა იყოს.