ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ უკრაინაში უკანდახევას არ აპირებენ.
როგორც ვიდეომიმართვაში კადიროვი აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს „ვლადიმერ მედინსკის რაღაც შეეშალა”, რითაც 29 მარტს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.
“მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არანაირი უკან დახევა არ იქნება.
ბატონ მედინსკის რაღაც შეეშალა. არასწორი ფორმულირება გააკეთა.
კიევის „რეჟიმს“ მივმართავ, თქვენ დასავლეთი და შტატები ვერ დაგეხმარებათ, რადგან თქვენ დამნაშავეები ხართ, თქვენ ათასობით ადამიანი მოკალით. უმჯობესია, ბოდიში მოუხადოთ უკრაინელ და რუს ხალხს“, – აცხადებს კადიროვი.