„ღრმა მოხუცებული გოგია ვადაჭკორია თავის სასახელო მაჭახელის თოფით ახლგაზდებში ჩადგებოდა: საითაა ბიჭებო რუსეთიო, იკითხავდა“

ვლასა მგელაძე – „ღრმა მოხუცებული გოგია ვადაჭკორია თავის სასახელო მაჭახელის თოფით ახლგაზდებში ჩადგებოდა: საითაა ბიჭებო რუსეთიო, იკითხავდა“
.
„როდესაც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მონაწილენი თავიანთ საგმირო უთანასწორო ბრძოლას, ხალხს ზამთრის ღამეში უამბობდნენ, მე, შეშინებული, ბებიას კალთაში ვაფრინდებოდი. რუსს როგორ ებრძოდნენ?! პირდაღებული, ჩოხატაურის „პუნტის“ მონაწილეთა – ოსია მეგრელაძეს, გაბრიელ ცინცაბაძეს მივჩერებოდი…
.
კარგად დაიმახსოვრე, ბიძია, გაიზრდები, ვინ იცის ეგებ თქვენსც ჩვენებრ რუსებთან ჩხუბი მოგიწიოთო – გვეუბნებოდნენ ეს ხალხის გმირები…
.
ეს წერა-კითხვის უცოდინარნი მებრძოლნი ნამდვილი აღმზრდელები იყვნენ ჩვენი თაობის… როცა ახალ წელიწადს, ან ნათლიღებას, წყლის კურთხევის დროს, საყდრის გალავანში სადღესასწაულოდ სახე გაბრწყინებული ხალხი გაიშლებოდა, „ჩოხატაურის პუნტის“ მონაწილე ღრმა მოხუცებული გოგია (გიორგი) ვადაჭკორია თავის სასახელო მაჭახელის თოფით ახლგაზდებში ჩადგებოდა: საითაა ბიჭებო რუსეთიო, იკითხავდა, და როცა ჩრდილოეთისაკენ მიუთითებდნენ, მოხუცი ორთავე ხელით შემართულ თოფს ზევით აღმართვდა, დაიძახებდა: რუსებს მოხვდა კაკალ გულშიო, და მისი „ყურშუმიც“ იჭექებდა, და ხალხიც იქეთ სროლას დაიწყებდა!
.
ასეთი გადმოცემებით ხალხი სულდგმულობდა, ხორციელად გატანჯული, სულიერად მაღლდებოდა, მისდა შეუგნებლად სამშობლოს განთავისუფლებისათვის, მისი სამფეროვანი დროშის ხილვისათვის ემზადებოდა.“
.
ფრაგმენტი ვლასა მგელაძის თხზულებიდან „26 მაისი“ (პარიზი 1934)
ფოტოზე – ვლასა მგელაძე
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
კახა ჩავლეშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share