1905 წლის 21 ივნისის „ხინოს მთის ყრილობა“

გურიის მოძრაობის ერთერთ საინტერესო მომენტად უნდა ჩაითვალოს ე.წ. „ხინოს ყრილობა“. მოძრაობის აღმასვლის პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ დააპირა რელიგიურ ნიადაგზე მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველების დაპირისპირება. ამ მიზნით ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელის მიზანი იყო რელიგური შუღლისა და დაპირისპირების გაღვივება და ამ ფორმით გურიაში მიმდინარე პროცესებისათვის ხელისშეშლა.
.
სწორედ ზემოხსენებულ სიტუაციაში გარკვევის მიზნით მაჰმადიან ქართველებს შემოუთვლიათ შეხვდეთ და გავარკვიოთ ერთმათში თუ რამ არის გასარკვევიო – „მოგვეცით ერთობის კაცი ჩვენც გვინდა შემოგიერთდეთო“. გაზეთ ივერიას ცნობით გურულებს გაუგზავნიათ ორატორი, რომლის გამოსვლასაც დიდი ეფექტი მოუხდენია, მაგრამ ორატორის ვინაობა სტატიიდან არ ჩანს.
.
„21 ივნისს ხინოს ფთაზე მოხდა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ ხინოსა და ჭვანის მაჰმადიანები, რიცხვით 150. ხალხი დიდის ყურადღებით უსმენდა ორატორს და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. ხალხმა დიდი ზიზღით მოიხსენია ძმათა შორის ბოროტების მთესველნი და „გაუმარჯოს ერთობას ყვირილით და თოფების გრიალ-გრიალით დაიშალა.“
.
ასეთივე ყრილობები გამართულა სხვა ადგილებშიც – „ასეთივე შეთანხმება მოხდა გურიის სხვადასხვა ადგილებში, სადაც ცხოვრობენ მაჰმადიანები: გომის ფთაზე, ბახმაროს ელებზე, აჭში, ქაქუთში და სხვა.“
.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებს შორის სარწმუნებრივი დაპირისპირების მცდელობა აქამდეც და ამის შემდეგაც არაერთხელ იყო, მაგალითად ცნობილია 1919 წლის 18 მაისს ჩოლოქის „ქართველ მაჰმადიანთა და ქართველ ქრისტიანთა ყრილობა“, რომელზეც ასევე გაცხადებული იქნა მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ძმობისა და ერთობის შესახებ.
.
– გაზეთი ივერია 1905 წელი 27 აგვისტო #153 (კორესპონდენტი ვ. ქარცივაძე)
– ბახმარო – ფოტო ნაკაიძისა (გასული საუკუნის დასაწყისი, ოზურგეთელი ფოტოგრაფი ივანე ნაკაიძე)
შეიძლება იყოს 7 people გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share