ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, „ვაქცინის ნაციონალიზმმა“, შესაძლოა, პანდემია გაახანგრძლივოს.
„ეს პანდემიის გახანგრძლივებას და ეკონომიკური აღდგენის შენელებას გამოიწვევს“,- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს. ახალი რეგულაცია ძალაში მარტის ბოლომდე დარჩება. შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას შეეხება.