„ესენი არიან ბოლშევიკები“, – ეს განცხადება ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, გია ჭანტურიამ „ რეაქციაში“ გააკეთა.
ჭანტურიამ შერჩევით სამართალზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის პოლარიზებული გარემო მომგებიანია.
”მე მესმის, რომ ხელისუფლებას არ უნდა ვიღაც თავისიანის დაჭერა, ვინც მისი ერთგულია, მაგრამ ასეა თუ ისეა, ზეწოლით ყველას მოუწია ამის გაკეთება – ამათ ეს ფეხებზე ჰკიდიათ, ესენი ამას აკეთებენ ღიად, დავიჭიროთ იმისთვის კი არა, რომ ხალხმა ნახოს, რომ
სამართლიანები ვართ, არა, არ დავიჭიროთ იმისთვის, რომ ხალხმა ნახოს, ჩვენ უსამართლოები ვართ, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. ესენი არიან ბოლშევიკები. რაც მიშა მშვილდაძეს გაუკეთეს, ზუსტად იგივეს აკეთებდნენ 22 წელს, გამოუშვეს კრიმინალები, რომლებსაც ხალხს აკვლევინებდნენ ქუჩაში.
ზუსტად იგივე – ვორდინგი, სიტყვა, მათი ყველა საქციელი ჰგავს ბოლშევიკურ საქციელს და მოწონთ ეს – თეა წულუკიანს მოსწონს ბოლშევიკობა.
ყველაფერს იზამენ – პოლარიზაციას ვერ დაასრულებენ, მასზე უდგათ სული,“ – ამბობს ჭანტურია.