ოზურგეთის მერი საახალწლოდ ადგილობრივების განწყობის შესაქმნელად 322 734 ლარს გადაიხდის.
ავთანდილ თალაკვაძემ შესყიდვების სააგენტოს წერილით მიმართა და მომსახურების ტენდერის გარეშე შეძენაზე ნებართვა ითხოვა, არგუმენტით, რომ სტიქიური მოვლენების გამო მერიამ საახალწლო ღონისძიებების წინასწარ ორგანიზება ვერ შეძლო.
ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ ოზურგეთის მერიის ეს ქმედება სხვა არაფერია, თუ არა კორუფცია.
მთავარი არხი