“სალაფავი ჭკუასუსტებისთვის… ამას ჭამს მათი ამომრჩევლის გამოთაყვანებული ნაწილი” – ასე ეხმაურება გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებელი და ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:
ბიძინას მოურავის გუშინდელ ‘სამთავრობო’ მესიჯებზე
1. წინა ხელისუფლების დროს ნაყიდ ვერტმფრენს უკან მივყიდით მწარმოებელს და სამ სხვანაირს ვიყიდითო
ეგ ვერტმფრენი თუ ვერტმფრენები წინა ხელისუფლების ხელში სულ 2 წელი იყო, 2010-შია ნაყიდი. ამათ ხელშია უკვე 10 წელია. 2014-ში კვირიკაშვილმა ვყიდითო და დღემდე ალპობენ. დედა რომ ეტირება რაღაცას ან ვიღაცას, მერე ახსენდებათ და მორიგ დაპირებას ისვრიან, აი ახლა ვყიდითო.
და ამას ჭამს მათი ამომრჩევლის გამოთაყვანებული ნაწილი.
2. ერდოღანი დაგვეხმარა ეგრევე, როგორც კი გაიგო რომ გვიჭირდაო
თურქები არ გვინდა, თურქული ინვესტიციები არ გვინდა, თურქული კომპანიის აშენებული ჰესი არ გვინდა, მაგრამ ტ*აკში როცა ცეცხლი უკიდიათ, ეგრევე თურქეთში გარბიან.
3. ეჭვი გაჩნდა ხანძრები ქვეყნის შიგნით არსებულმა დესტრუქციულმა ძალებმა გააჩინესო
ბაკურიანში გვასწავლეს ამერიკელებმა.
და ამას ჭამს მათი ამომრჩევლის გამოთაყვანებული ნაწილი.
4. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით, რაც ჩვენთვის სასიხარულოაო
BB ნიშნავს Non Investment Grade. სადაც ინვესტიცია არ ჩაიდება. რამდენ ხანს უნდა ვეგდოთ ამ დონეზე? 70-ზე მეტი ქვეყანა გვისწრებს. BB აქვს ვიეტნამს და ბაჰამას.
5. ბოლო 7 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, რაც უპრეცედნტოა მსოფლიოშიო
ბოლო 7 წელი ორნიშნა ზრდა ალბათ მის ქონებას აქვს. საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა. 2019-ში 5%, 2018-ში 4.8%, 2017-ში 4.8% და ა.შ. მანამდე კიდევ უარესი. რაის ორნიშნა ზრდა?
2020-ში ეკონომიკა შემცირდა 6.8%-ით. აი პანდემიის დრო რომ დედა უტირეს ყველაფერს და მოკლეს ქვეყანა, მაშინ.
იგივე 2020-ში 10 მილიარდი ახალი ვალი აიღეს (8 გარეთ, 2 შიგნით) და ჩაასხეს რომ არჩევნებზე რამე შედეგი დაედოთ. არასოდეს აქამდე ამ ქვეყანას ამხელა ვალი არ აუღია ერთ წელში. ამ ორი ფაქტორის ეფექტია ის რასაც ახლა წარმატებად გვტენის.
და ამას ჭამს მათი ამომრჩევლის გამოთაყვანებული ნაწილი, რომელმაც ჭამა ქუჩების რეცხვა, ღვანკითის ჩაკეტვა და სამხედრო ბლოკპოსტებზე იღლიაში ძალით გათხრილი თერმომეტრი.
6. უმუშევრობის დონე შემცირდა 4%-ით და 18.1% შეადგინაო, ძალიან მაგრად ვმუშაობთო
იმ მეთოდოლოგიით, რა მეთოდოლოგიითაც უმუშევრობას ითვლიან, 0%-საც დაწერ უპრობლემოდ. მონდომება თქვი. ისე უმუშევრობა ლაოსში 1.3%-ია, კუბაზე – 2.8%, ჩრ.კორეაში – 2.7%, ვანუატუში – 2.2%. ნორმალურ ქვეყნებში კი, სადაც სტატისტიკა სანდოა, 3-5%-ში მერყეობს უმუშევრობა. ეს მოურავი 18%-ს გვამადლის.
20 ათასი სოც დაუცველი დავასაქმეთო. პარტიული კოორდინატორები დასვეს ბიუჯეტის ანუ ჩვენ ფულზე რომ პარტიიდან შავი ფულის ხდა აღარ მოუწიოთ და ამას გვსაღებს ‘სამუშაო ადგილების შექმნად’.
7. ექსპორტი გაიზარდა 40%-ით და რეკორდული მოცულობა შეადგინაო
ასეთი სისულელე პრაქტიკულად ყოველ წელს შეგიძლია თქვა სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე. მაგალითად თუ რეცესია არ გვაქვს, ეკონომიკის მოცულობაც ყოველ წელს რეკორდულია. მართლა გამოტაყვანებული უნდა იყოს ეს რომ ჭამო.
2004-2012 წლებში, ექსპორტი საშუალოდ 30%-ით იზრდებოდა. ომი და გლობალური ფინანსური კრიზისის ორი წელი რომ გამოაკლო, 50% და მეტი ექსპორტის ზრდა ჩვეულებრივი ამბავი იყო. რა არის გასაგიჟებელი 40%-ში?
8. 800 სკოლას ავაშენებთ-გავარემონტებთო
სკოლების ნაკლებობა და ურემონტობაა განათლებაში პრობლემა? მთელი განათლების სისტემა რომ პარტიული ხმების მობილიზების მანქანად არის ქცეული, ეგაა პრობლემა. განათლების მინისტრი რომ მხოლოდ იმიტომაა მინისტრი რომ მოურავის უფროსს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს – ეგაა პრობლემა. მასწავლებელების დიდი ნაწილი რომ იმიტომ არის მასწავლებელი რომ სხვაგან არ წაესვლება – ეგაა პრობლემა. განათლების საბჭოთა სისტემა რომ ღარიბაშვილების რეპროდუცირებას ახდენს წლიდან წლამდე – ეგაა პრობლემა.
მაგრამ ამას ვერ გაიგებს მათი ამომრჩევლის გამოთაყვანებული ნაწილი, რადგან ..
9. წამლების ფასი დავწიეთ თურქეთის ბაზრის გახსნითო
მე რომ რამდენიმე წლის წინ ვყვიროდი სახელმწიფოს ბრალია აქ რომ წამლების ფასი მაღალიაო და ყველას ეკიდა?
3 მილიარდზე მეტი დოლარია გასული ჯამში ძვირი წამლების იმპორტზე. ვინ აგებს პასუხს ვალუტის ამხელა გადიენაბაზე და ლარის დედის ტირებაზე?
იმ ადამიანებმა რა ქნან ვინც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოკვდა იმიტომ რომ ძვირი წამალი ვერ იყიდა? ახლა რომ ჩახსნეს ბარიერი, მათ რა ხეირი აქედან?
თურქეთიდან იაფად შემოატანაც რომ აღარ შველის, იმიტომ რომ ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, მაგაზე ვინ აგებს პასუხს?
10. ვაშლს დავასუბსიდირებთო, არასტანდარტულსაც კიო
ეს ვაშლი და ყურძენი ჰონორეასავით გვაქვს აკიდებული. ცუდი მოსავალია, დაისეტყვა – დავასუბსიდიროთ. ბევრი მოსავალია, ფასმა დაიწია – დავასუბსიდიროთ. როგორ უნდა გაარტყას ბუნებამ რომ ზუსტად იმ მოცულობით მოვიდეს ან ერთი ან მეორე ან ორივე ერთად რომ თან იყიდებოდეს და თან ფასი ოპტიმალური იყოს?
4 მილიარდზე მეტი ისროლეს უკვე ამათ სოფლის მეურნეობაში. შედეგი ნული. სამაგიეროდ ხმები მოაქვს და ‘სოფელი უნდა გავაძლიეროთს’ კარგად ჭამს მოსახლეობის გამოთაყვანებული ნაწილი.
ესენი მოგვიყვა გუშინ ბიძინას მოურავმა ე.წ. ‘მთავრობის სხდომაზე’ ზარზეიმით
სალაფავი ჭკუასუსტებისთვის, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.