ქალაქ ღაზას ცენტრში, პალესტინის მოედანზე, ისრაელის დროშა აღიმართა. ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. პარალელურად, ისრაელის არმია ანკლავის ტერიტორიის წმენდას განაგრძობს. თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში 450-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. დარტყმები განხორციელდა „ჰამასის“ სამხედრო შენაერთების, სადამკვირვებლო პუნქტებისა და იარაღის საწყობების წინააღმდეგ. ამასთან, ისრაელის თვითმფრინავებმა ხან-იუნისის რაიონში „ჰამასის“ წევრების განადგურების მიზნით იერიში მიიტანეს.