13 დეკემბერს, 2-3 დღეში აქ მოვლენ დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ [ამ კამპანიის ფარგლებში] შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათმაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში.”
მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ტელეხიდის საშუალებით.