ქალაქ ოზურგეთში, ერისთავის ქუჩაზე მცხოვრები მრავალსულიანი ოჯახი შესასვლელი კიბის გარეშე დარჩა.
მიზეზი შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტი-რომელიც მიზნად ერისთავის ქუჩის ბორდიურების რესტავრაციასა და ქუჩის რეაბილიტაციას ისახავდა.
რამდენიმე თვეა ქალაქ ოზურგეთში, ერისთავის ქუჩის დასაწყისში მცხოვრები მრავალსულიანი კარალიოვების ოჯახი საცხოვრებელ სახლში ასასვლელი კიბის გარეშე არის დარჩენილი.
ამ სახლში მაცხოვრებლებს, რომლებშიც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ეს დიდ პრობლემებს უქმნის.
ერისთავის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელსაც ოზურგეთის მერია აფინანსებს, ორი წლის წინ დაიწყო. გასული წლის ადგილობრივ არჩევნებამდე პროექტი ნორმალურად მიმდინარეობდა, თუმცა არჩევნებამდ ორი თვით ადრე სამუშაოები შეჩერდა, არჩევნების შემდეგ კი შეწყდა.
თავდაპირველად, სამუშაოების შეჩერების მიზეზად კანალიზაციის პრობლემები სახელდებოდა, რის გამოც, თვეების განმავლობაში, ფეკალური მასა ქალაქის ცენტრში მიედინებოდა.
ეს პრობლემა რამდენიმე თვეა მოგვარდა, თუმცა-პროექტის დასრულება-შესაბამისად კარალიოვების ოჯახის პრობლემა ვერა და ვერ მოხერხდა.