საქართველოში არის პოლიტიკოსების დევნა და ვიცით, რომ სააკაშვილი ასევე არის ციხეში – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტში ბრიფინგის დროს განაცხადა.
გვარამია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.
არის დევნა პოლიტიკოსების და ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ასევე არის ციხეში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ განვიხილეთ, რა იქნებოდა გარღვევა ამ მიმართებაში. ჩვენ ვიცით, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა და საქართველოს მოსახლეობა ასევე მონდომებულია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. და ვიცით, რომ მოსახლეობა ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ეს ახდეს. ჩემი თვალსაზრისით, საქართველო არის ევროპა და ეს არის დასავლური ტიპის ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი”. – განაცხადა გვარამიამ.
გვარამია 2 დღეა სტრასბურგში შეხვედრებს გავლენიან პოლიტიკოსებთან მართავს, რომელიც დღეს ერთობლივი ბრიფინგით დასრულდა.