უმძიმესი ფაქტი აჭარიდან – 13 წლის მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში ბავშვის მამაა ბრალდებული

კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი აჭარიდან. 13 წლის მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში ბავშვის მამაა ბრალდებული. ეს შემზარავი ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდმა მომხდარის შესახებ მეგობარს უამბო. ბავშვი კი იძულებული იყო ჩუმად ყოფილიყო, რადგან მშობელი მოკვლით ემუქრებოდა. გოგონა წლების განმავლობაში ბებიასთან იზრდებოდა და მასზე სოციალური სამსახური ახორციელებდა მონიტორინგს.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდი თბილისშია გადმოყვანილი. ახლა ექსპერტიზამ უნდა  გასცეს საბოლოო პასუხი ამ შემზარავ დანაშაულზე. მას შემდეგ რაც 13 წლის გოგონამ ყველაფერი მეგობარს უამბო, საქმეში პოლიცია ჩაერთო.  სავარაუდო მოძალადე მამას ხელბორკილები დაადეს და ახლა ის  განაჩენს ელოდება. ცნობილია, რომ ის წარსულში ნასამართლევია და საპატიმრო დაწსებულება 6 თვის წინ დატოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share