არის თუ არა საფრთხის შემცველი “ქართული ოცნებისა” და ვიქტორ ორბანის პოლიტიკური ფლირტი – უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთის გზავნილებთან არის თანხვედრაში, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხეს წარმოადგენს.
მაჭავარიანის თქმით, როგორც მმართველი პარტია, ამავდროულად ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი დაუმარცხებელია.
”მას მიაჩნია, როგორც “ქართულ ოცნებას”, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, რუსეთს ვერ დაამარცხებს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც იგივე დააფიქსირა, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ზუსტად ამ პოზიციაზეა, რომ რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს. ეს თანხვედრა, რაც არის იმიტომ ამბობენ, რომ ორბანი მათი მოკავშირეა. ამ თვალსაზრისით, ამის თამაში, რომ თუ მოგვცემენ მოგვცემენ, თუ არადა ევროკავშირის ბრალი იქნება. კალაძემ თქვა, ღარიბაშვილმა თქვა, მდინარაძემ თქვა, რომ არ მოგვცემენ, ნუ მოგვცემენ, ტრაგედია არ არის, არაფერს არ ნიშნავს, ანუ ეს არის პოზიცია, რომელიც რუსეთთან თანხვედრაში უნდა იყოს იყოს,” – აღნიშნა მაჭავარიანმა.