“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ უნდა გამოსულიყო პრეზიდენტი გუშინდელ ზეიმზე სიტყვით.
ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? – აბსოლუტურად გაუგებარია – ამბობს დედაქალაქის მერი.
“რას ნიშნავს არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია”,- განაცხადა კახა კალაძემ.