“გვჭირდება მეტი იარაღი, არავინ აპირებს დანებებას” – ნიდერლანდებმა უკრაინისთვის F16-ების გადაცემის მზადება დაიწყო

შეძლებს თუ არა უკრაინა საჰაერო სივრცეზე კონტროლის დაბრუნებას? დღეს ფრონტის ხაზიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა – უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა დაადასტურა, რომ ოკუპანტებმა სამხრეთის მიმართულებით ერთდროულად სამი სუ-34 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი დაკარგეს. 

პარალელურად, კიევმა გაავრცელა განცხადება საკუთარი საჰაერო ძალების შევსების შესახებ – ეფ-16-ების მოლოდინი როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება და უახლოეს მომავალში ნიდერლანდებიდან 18 რეაქტიული სამხედრო გამანადგურებელი უკრაინაში გადაინაცვლებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პოზიცია ახლა წარმოდგენილი და გასაგები იყოს  ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებში. რაც გვაქვს, ეს კარგი შედეგია, მაგრამ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.

თითოეულმა თქვენგანმა, ვისაც შეუძლია დაეხმაროს უკრაინას უკრაინაში იარაღის, ჭურვების, აღჭურვილობის, საჰაერო თავდაცვის წარმოების გაზრდაში ან პარტნიორებთან შესაბამის თანამშრომლობაში, უნდა უზრუნველყოს ეს. ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, რადგან არავინ აპირებს დანებებას. უკრაინა გაიმარჯვებს.” – ამბობს ზელენსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share