ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის უკრაინელ სამხედროებს სამი რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებისთვის:

”მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი ერთდროულად გაანადგურეს სამხრეთის მიმართულებით – ჩვენს ხერსონის რაიონში. ჩვენი საჰაერო ძალების და უშუალოდ ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის შედეგი. მადლობა ბიჭებო! ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს: არცერთი მათგანი დაუსჯელი არ დარჩება“. – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 667-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, უკრაინამ 22 დეკემბერს სამი რუსული CУ-34 ჩამოაგდო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share