”ეს ლამაზი არსება – თანამდებობით ქოცების მთავარი ფემინისტი” – გოგოტიშვილი წილოსანზე

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში ნინო წილოსანის შესახებ წერს:
”ეს ლამაზი არსება – თანამდებობით ქოცების მთავარი ფემინისტი, არასდროს იღლება მედიის კომენტირებით (მისი ნებაა, Сколько влезет – როგორც მისი ღრუსები იტყვიან).
ახლა ტვ1 ამოიღო მიზანში და “ვინმე ვიკა”, რომელიც დასცინის – თურმე არ იცის, ვინაა და საიდან მოვიდა.
ოღონდ მთავარი დასკვნაა – ტვ1, თურმე, ყველაზე ამორალური ტელევიზიაა და არ ვუყუროთო – ერთმნიშვნელოვნად.
ამას ამბობს მამალი ქოცი, რომელიც სიამოვნებით გარბის მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დამცველ ტელევიზიებში – “იმედზე”, “პოსტვ”-ზე, “საზმაუზე” (რომლის საინფორმაციოს უფროსმაც გუშინ დედის სული უტრიალა სამეთვალყურეო საბჭოს წევრს და შერჩა ხახვივით, იმიტომ, რომ ქოცია).
არა, განა ლამაზებს ვერჩი.
ან განა კორუმპირებული პოლიტიკოსების საწინააღმდეგო მაქვს რამე, ენაცვალოთ ჩემი თავი და ვაგონშემკეთებელი ქარხანა.
ერთმნიშვნელოვნად.
იპარე, სანამ შეგრჩებაო, მოსეს უქია, ხონელსა.
უბრალოდ, არ მომწონს, როცა ისე თავხედდებიან, რომ აქეთ გადმოდიან შეტევაზე – ერთმნიშვნელოვნად.” – წერს გოგოტიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share