ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ვერემონიალის მზადებისას სტუმარმა ფეხი მოიტეხა

ოზურგეთში, დღეს დაგეგმილ ნაძვის ხის ანთების ტრადიციული ღონისძიების მზადების პროცესში, თბილისიდან ჩამოსულმა მომღერალმა სცენაზე ფეხი მოიტეხა

მომღერალი ოზურგეთის “მედალფას” კლინიკიდან უკვე გაწერეს.

როგორც კლინიკიდან გვაცნობეს მას კოჭის არეში გოჯის მოტეხილობა დაუდგინდა

ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა სპეციალურად ამ ღონისძიების ფარგლებში ოზურგეთის მერიის მიერ მოწვეულმა მომღერალი, ფეხი სცენაზე რეპეტიციას გადიოდა

თვითმხილველების თქმით, მოტეხილობის მიზეზი სცენის გაუმართაობა გახდა

დღეს, 20 საათზე, ოზურგეთის მერია ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს გეგმავს

გუშინ და დღეს ოზურგეთელებმა 112 სამსახურიდან სპეციალური სმს შეტყობინებები მიიღეს, სადაც ეს უწყება ადგილობრივებს აცნობს მოსალოდნელი ცუდი ამინდების შესახებ და მოუწოდებს ოზურგეთელებს თავი აარიდონ საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლას

მიუხედავად 112 სამსახურის ამ მოწოდებისა დღეს დილიდან ოზურგეთის მერიამ მოუწოდა ოზურგეთელებს შეიკრიბონ თეატრალურ მოედანზე და ერთად აანთონ საახალწლო ნაძვის ხე

ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში კოკისპირულად წვიმს და თანაც ძლიერი ქარიცაა.

მთავარ გვერდზე განთავსებული სურათი არ არის კავშირში ინფორმაციასთან

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share