საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”როგორ ჰგავს ერთმანეთს რუსული სკოლა.
ისევე როგორც, ცოტა ხნის წინ უცნაურ ვითარებაში, გააქრეს ნავალნი, არჩევნების წინ, სასამართლოზე რომ არ გამოსულიყო, ზუსტად ამის მსგავსად, შეთითხნილი საქმეებით ვზივარ ციხეში და მოიძებნენ ადამიანები, რომლებმაც ციხეში ჩემს გადაყვანაზე დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს ისედაც ციხეში არ ვიყო.
სამწუხაროა, რომ ამ მიზნით ახალგაზრდებს იყენებენ” – წერს სააკაშვილი.