საახალწლო საჩუქარი უკრაინელ ბავშვებს – სკოლის მოსწავლეები ირპენიდან, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ “უკრაინული სახლის” სტუმრები იყვნენ. 9-16 წლის ასაკის 26-მა ბავშვმა რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი ავტობუსით გამოიარა, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ. უკრაინელმა სტუმრებმა მოინახულეს ბათუმი, რუსთავი, მცხეთა და თბილისი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი ბავშვების საქართველოშ ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
”მივესალმები ირპენიდან ჩემი ინიციატივით ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც დღეს სუხიშვილების ცეკვის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ქართული ცეკვის კულტურასა და ხელოვნებას გაეცნენ. იმყოფებოდნენ უკრაინულ სახლშიც, სადაც შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებთან და გიული ალასანიასთან გაიმართა.
ისინი საქართველოში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან და მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ. დაგეგმილია მათი ვიზიტი ყვარელშიც, ჩემს სახლში” – წერს სააკაშვილი