რამე ხომ არ მზადდება? შიში მაქვს – მარგველაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

”რამე ხომ არ მზადდება. მე აქედან გამომდინარე, შიში მაქვს იმასთან დაკავშირებით, რატომაც მან ეს ნაბიჯი გადადგა” –

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. როგორც ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილის რეალური საჭიროება პოლიტიკაში შემობრუნების, არ არსებობდა.

„რეალურად პოლიტიკური საჭიროება, მას ამის გასაკეთებლად არ ჰქონდა, მაგრამ რადგან გააკეთა, ეს თავისთავად ბადებს კითხვებს, რამე ხომ არ მზადდება. მე აქედან გამომდინარე, შიში მაქვს იმასთან დაკავშირებით, რატომაც მან ეს ნაბიჯი გადადგა. ახსნები, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, არის აბსურდული – არც პრობლემა არ აქვს შიგნით რამის დალაგება თუ უნდა და არც არანაირად არ სჭირდება ქართულ ოცნებას სერიოზული დახმარება არჩევნებზე, ნამდვილად არ არიან ცუდ ფორმაში,“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share