გასული საუკუნის 80 იან წლებში მამა ნიკოლოზი იყო პირველი სასულიერო პირი რომელმაც გურიაში დაიწყო მოღვაწეობა
იყო ჯერ შემოქმედის ტაძარში, შემდეგ შემოქმედის დედათა მოინასტერში, ყოფილი ნემიროვიჩ დანჩენკოს მუზეუმი, მოგვიანებით კი თბილისში ანჩისხატის მონასტერში
ეროვნული მოძრაობის წლებში დააარსა საქართველოს მონარქისტული პარტია თემურ ჟორჟოლიანთან ერთად და იყო პარტიის რეგენტთა საბჭოს წევრი
სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში.
ეროვნული მოძრაობის დროს ჰქონდა უდიდესი გავლენა მიმდინარე პროცესებზე
“ღმერთმა აცხონოს მამა შენი სული! არასდროს არავინ მინახავს ისეთი ურყევი რწმენით როგორიც შენ გქონდა! ბედნიერებაა შენი შვილობა, შენს სისხლად და ხორცად ყოფნა. თითქმის ორი წელი ერთად ვებრძოდით ენით აღუწერელ ტკივილებს. მადლობა ღმერთს შემაძლებინა შენს გვერდით პირველიდან ბოლო წუთებამდე ყოფნა.
როგორც შენ გიყვარდა ჩემთვის კრიტიკულ წუთებში შეხსენება- “უფლისა არს ქვეყანა სავსება მისი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა” სანუგეშოდ ახლა მახსენდება! მიყვარხარ”
წერს მისი შვილი სულხან ღლონტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე