ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამუკა უნგიაძე სოციალურ ქსელში წერს:
”ჩვენს მახლობელ სოფელში,მოსახლეობას,დათვი შეეჩვია,ორი ბელით.
ყველას ოჯახში შევარდა.
ვინც ნახა,ეს,მათი ფრაზებია.მეც წავამატე,უფრო ხალისიანი,რომ გამოსულიყო.
_შემოგლიჯა კარები და შამუარდა ოთახში!კაღამ საწოლში შემომივარდა..
_რომ დღლიზა კარებს ტორი,ჩამეიღო ძირში.იღლიაში ამეიდუა და მიქონდა!
_ორი ძროხა დაბელა!არ უთხრა ძროხამ აფერი,თვარა…
_ორი ღორი ჟღერტა ძირში!არ აქ ღორს,ხელი,თვარა..
_რვაი საათის მერე,გარეთ ვერ გამოვდივართ!კარანტინი დაგვიწესა!ნიღაბის დაბნევა,არ მუუთხოვია ჯერემ!
_იგი ორი ბელი რომ დაყობა,ალბათ,გასაზრდელათ უნდა ვინმეს დუუტიოს და არ იტევს არაკაცი!
_რომ დევინახე,შიშით,გილძი ვერ ჩავდეი თოფში!ისთე დევიბენი,თოფს ვდობდი,გილძში..
_დავავლე ცხრაი ნომერ გილძს ხელი და ვესროლე!მეიფხანა და წევიდა.
_მაი,ისთე მოგვეჩვია,დაგვირეკავს აწი,მუალო!
_იგი კარები ამიკიდოს,რაფერც ჩამეიღო,ისთე!
_კიდომ რომ მუა,გამარჯობას გვეტყვის,იმდენჯელ იყო უკვე მოსული.
_თქუას რემაინც,რა უნდა?!უ!
_ღამე,მანქანით რომ მუალ,ჭიშკარს არ მიღებენ,დათვის შიშით!გამიღოს დათვმა აბა!იგი კარები,ხომ ჩამეიღო კარქათ?!
_ერთი კაი ზოოპარკი,ქი გვეკუთნის ისთე..
მამუკა უნგიაძე.”