მერაბ მჟავანაძე დაიბადა 1963 წელს ოზურგეთში.
ფეხბურთის თამაში 10 წლის ასაკში დაიწყო მწვრთელ სოსო გაგუასთან და მერაბ ვანიძესთან.
1986 წლიდან «მერცხალის» ძირითადი მოთამაშე გახდა.
იყო საქართველოს ჩემპიონი 1987 წელს.
მან 17 წელი ითამაშა ოზურგეთის „მერცხალის» შემადგენლობაში 1986-2003წწ.
როგორც ბატონი მერაბი გვიყვება ყველაზე კარგი გუნდი 1990-91 წლების გუნდი იყო მთ.მწვრთნელი ნიკა ამირეჯები.მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი.
”ვისთანაც მითამაშია ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ომარი თეთრაძეა,მიშა კალატოზიშვილი, ვალერიან დუმბაძე ,ირაკლი ზოიძე, შუქრი კაშია , გოჩა როყვა , ვახტანგ ჩხაიძე , გელა ჩიგოგიძე, ზურაბ ხამაშურიძე,«მერცხალის» ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ მათ გვერდით თამაში დიდი სიამოვნება იყო და ხშირად გამარჯვებული და თავ აწეულები ვტოვებდით მინდორს ,ვახარებდით ოზურგეთელ ფეხბურთის გულშემატკივრებს.
ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში ლანჩხუთის ”გურიასთან” გურული დერბი იყო პირველ ეროვნულ ჩემპიონატში როცა მეტოქე 5-2 დავამარცხეთ
ყველაზე ძლიერი და უხერხული თავდამსხმელი მოწინამღდეგე გუნდებიდან გიორგი ქინქლაძე თბილისის «მრეტებიდან» – ამბობს ბატონი მერაბი.
მერაბი არ იყო უხეში ფეხბურთელი,მეტოქეს არ ურტყამდა ფეხებში უკნიდან,ხვდებოდა მას პირისპირ,შედიოდა თავდამსხმელთან ორთაბრძოლაში, გამარჯვებული გამოდიოდა და თავისი გონივრული გადაცემით გუნდი იწყებდა შეტევის ორგანიზებას.
კაცი, რომელიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს თავის მეგობრებში და საზოგადოებაში ,მისი ცხოვრება ფეხბურთით დაიწყო და დღესაც ფეხბურთშია «მერცხალის» მწვრთნელია ,გული წყდება დღეს მისი საყვარელი გუნდი «მერცხალი» დაბალ ლიგაში რომ ასპარეზობს.
სიცოცხლეში გვიყვარდეს სიცოცხლეში დავაფასოთ ჩვენი საყვარელი ფეხბურთელები.
მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.