რუსი უფლებადამცველი, რუსეთიდან დევნილი მარკ ფეიგინი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს ევროინტეგრაციისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს ევროინტეგრაცია სააკაშვილის სამკურნალოდ არგაშვებას შესწიროს.
„საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის გაშვებაზე. “ქართული ოცნება”, როგორც ჩანს, თანახმაა შესწიროს ევროინტეგრაცია ამ სიტუაციას, რომ ხელიდან არ გაუშვას ქვეყნის კონტროლი. ისინი არ აპირებენ წასვლას. საბოლოოდ, საზოგადოების საქმეა – როგორი რეაქცია ექნება ამაზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ აქტივობას. ძალიან მალე მექნება შეხვედრები პერსონებთან, რომლებსაც გავლენა აქვთ გადაწყვეტილებებზე, ლიდერებთან, პირველი პირის მრჩევლებთან. ასევე ვიცი, რომ ბაიდენის ვიზიტთან და ევროპის ქვეყნების ლიდერების აქტივობის შემდეგ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. მიუხედავად ამისა, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო. ივლისში კი ნატოს სამიტზე, როგორც ჩანს საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე ზარი გაისმება“ , – აღნიშნა ფეიგინმა.