„დღეს გურიაში გავიპარე. გული არ დამიდგა მენახა ჩემი სამშობლო კუთხე, ნაცნობი ადგილები, ტოლების ციხე, ნოღა და საჯავახო. როგორი პატარა და შეკრული ქვეყანაა. ალბათ მისი ცენტრი „ოჩე“ თუ იყო (ან ორკე?!). მალე „სუფსის ქვეყანაში“ გადავედი. ეს უფრო მოზრდილი ქვეყანაა, სად იყო მისი „ცენტრი”! დასადგენია…
.
ვნახე ჩემი ჩოხატაური.. არც ერთი ნაცნობი. სახლებიც კი სულ ახალია. თითქო უცხო ქვეყანაში ვარ, ან უკეთ გარიყული ვარ. ჩემი სკოლა ვნახე. გადარჩენილია, მაგრამ რაღაც სხვა დაწესებულებაა შიგ.. აქ ახალი ცხოვრებაა, უჩემო ცხოვრება.. და მეც სწრაფად უკან დავბრუნდი, ჩემი ეზოც, ჩემი სოფელიც კი არ მინახავს. ან რა აზრი აქვს: იქაც ასე ყველაფერი ახალი იქნება, მე კი უცხო…“
.
ფრაგმენტი – ნიკო ბერძენიშვილი „საქართველოს ისტორიის საკითხები“ (1990)
.
მხატვარი დიმიტრი შანიძე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა