„საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება“ – POLITICO-ს სტატია

“საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა  POLITICO და წერს, რომ პუტინის ომი უკრაინაში ჰყოფს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს – ზოგიერთი ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას. სტატიაში მიმოხილულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ სანამ საჯარო მმართველობა გაიზარდა უკრაინასა და მოლდოვაში, “პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში” კლების ტენდენციაა.

“დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან. და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არსებობს სწავლის მრუდი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში. საქართველოშიც ვნახეთ”,  – ამბობს POLITICO-სთან პარტნიორობის ფორუმის წევრი, ალექსანდრა საბუ.
საბუ აღნიშნავს, რომ საქართველომ 2023 წლის მარტში სცადა “პუტინის სტილის” კანონის დანერგვა უცხოელი აგენტების შესახებ, რასაც ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა.

 

კანონი იყო “ერთგვარი copy-paste რუსეთიდან, ზოგიერთი … ადგილობრივი ელემენტებით – მაგრამ მსგავსება აშკარა იყო”, – თქვა მან.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები ძირითადად ყველა სფეროში იყო შემცირებული. მასში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნელ-ნელა შორდება, უკრაინა და მოლდოვა “სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომლებსაც ბრიუსელი მოელის მათგან გაწევრიანების გზის გასაგრძელებლად”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share