ხალხი აუცილებლად გამოვა და ნებისმიერ მთავრობას დაამხობს კიდევაც, თუ ასე გაგრძელდა – კაკაბაძე

“ის კაცი უნდა მოიძიონ, ის კაციჭამია, რომელმაც მე დამიჭირა და პრაქტიკულად, წამება ჰქონდა ადგილი, 4 სხვა კოლეგასთან ერთად,” – ამ განცხადებას “დღის ამბებთან” ირაკლი კაკაბაძე აკეთებს.

კაკაბაძის თქმით, პოლიციელი, რომელმაც გამოსახლების დროს დააკავა, სასამართლოში დღეს არ მისულა და მის ნაცვლად 2 სხვა სამართალდამცველი იყო, რომლებსაც მის დაკავებასთან კავშირი არ ჰქონია.

”ის კაცი უნდა მოიძიონ, ის კაციჭამია, რომელმაც მე დამიჭირა და პრაქტიკულად, წამება ჰქონდა ადგილი, 4 სხვა კოლეგასთან ერთად, არცერთი არ იყო მოსული. მოსული იყო 2 ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად იჯდა მანქანაში და კანონს ასრულებდნენ მართლა და სამჯერ გამოიძახეს სასწრაფო. 

ხალხი აუცილებლად გამოვა და ნებისმიერ მთავრობას დაამხობს კიდევაც, თუ ასე გაგრძელდა. ეს იქნება ის, რომ მთავრობამ თვითონ დაიმხო თავი. ბიძინა-მევახშე არ არის აზრზე, რა ხდება ქვეყანაში და ხვალვე გადაკეთონ კანონი და გამოუშვან ის ორი ახალგაზრდა, რომელიც გმირულად იბრძოდა მარინა ხატიაშვილის ბავშვის ინტერესების დასაცავად,” – ამბობს ირაკლი კაკაბაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share