ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენს რა ჰიგიენური პრობლემები იმალებოდა როკოკოს ეპოქის ხავერდოვანი კაბებისა და რომანტიული გარეგნობის ქალბატონების უკან.
სულ რაღაც 150-200 წლის წინ ოფლის სუნთან გამკლავება არც ისე ადვილი იყო. ინტიმური ადგილების რეგულარული დაბანა უშვილობის გამომწვევ მთავარ მიზეზად ითვლებოდა. ცხელი აბაზანის მიღება კი თავში ვინმეს იშვიათად მოსდიოდა.
ითვლებოდა, რომ წყალთან ერთად ორგანიზმში ინფექცია იჭრებოდა, ორგანიზმი სუსტდება და ტიფის აკიდება მარტივი ხდება.
მეთვრამეტე საუკუნემდე მხოლოდ ხელებისა და პირის დაბანა იყო გავრცელებული. რეგულარული დაბანის რეკომენდაციას არც ექიმები გასცემდნენ.
ითვლებოდა, რომ ეს ყველაფერი თვალების ანთებასა და მხედველობის დაკარგვას იწვევდა.
სამაგიეროდ იმ დროს დიდი წარმატებით სარგებლობდა ბალახის ნაყენები, ვარდისფერი წყალი და არომატული გამხმარი ბალახებით დამზადებული პატარა ბალიშები, რომლებსაც ტანსაცმელზე იმაგრებდნენ.
ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს სუნამოს ხმარება მეფის ბრძანებას წარმოადგენდა. სუნამოს დაპკურების გარეშე სამეფოს კარზე გამოჩენის უფლება არავის ჰქონდა.
მეთვრამეტე საუკუნეში მოდაში გრანდიოზული ვარცხნილობები შემოვიდა. თმებს პროფესიონალი სტილისტები რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ. იმისთვის, რომ ვარცხნილობას ფორმა არ დაეკარგა მანდილოსნებს თავის სპეციალურ დასადებებზე ეძინათ.
ხელოვნების ასეთ ნიმუშს თვეების განმავლობაში არ შლიდნენ. ხშირ შემთხვევაში ის ტილების ბუდედ იქცეოდა და ზოგჯერ ეს სიკვდილის მიზეზიც ხდებოდა. ტილებისგან შეწუხებული არისტოკრატები თავის მოსაფხანად სპეციალურ ჯოხებს იყენებდნენ.
აბრეშუმის ქვედა საცვლების გაჩენის მიზეზად შეიძლება ტილი მივიჩნიოთ, რადგან პრიალა ზედაპირზე პარაზიტი ძნელად ეჭიდებოდა. ასე, რომ ფორმაში ყოფნა იმ დროისთვის ერთობ რთულ საკითხს წარმოადგენდა.
მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც დაავადების გავრცელებაში ბაქტერიის როლი საბოლოოდ დამტკიცდა, დაბანამ რეგულარული სახე მიიღო. ანტიპერსპირანტი, რომელიც ოფლის გამოყოფას შეამცირებდა მხოლოდ 1903 წელს გამოიგონეს.
www.allnews.ge