შუა საუკუნეები დასჯის და წამების სხვადასხვა მეთოდებით არის ცნობილი. ადამიანი სულ მცირე დარვევისთვისაც კი პასუხს აგებდა. მაგალითად, ჭორიკანა ქალებისთვის სპეციალური რკინის ნიღაბი გამოიგონეს.
ნიღაბი წარმოადგენდა რკინის კარკასს, რომელსაც ქალს თავზე აცმევდნენ. მისი ძირითადი ფუნქცია ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანისთვის ლაპარაკში ხელი შეეშალა, ამიტომ ნიღაბზე მაგრდებოდა სპეციალური ჩანართი, რომელიც ენას აწვებოდა.
იმის გარდა, რომ “დამნაშავე” ქალებს ასეთი ნიღბებით მოსავდნენ, მათ საქვეყნოდაც ამცირებდნენ. ქმარი ცოლს ნიღბით და თოკგამობმულს დაატარებდა ქუჩებში. უფრო ხშირად ისჯებოდნენ ქალები, რომლებიც ქმრის ავტორიტეტს შელახავდნენ. თუ ქმარი ცუდათ ექცეოდა ცოლს, ცოლი კი “ხმას ამოიღებდა”, რკინის ნიღაბს აცმევდნენ.
პირველი ასეთი დასჯა თარიღდება 1567 წლით. შოტლანდიაში დასაჯეს ვინმე ბესი ტალივერი, რომელმაც ცილი დასწამა ბეილი ჰანტერს მიწის ნაკვეთის არასწორ გადაზომვაში. ნიღბები პოპულარული იყო გერმანიაშიც. იქ კონსტრუქციაზე ეჟვანიც დაამატეს, რათა ხალხის ყურადღება მიექციათ დამნაშავის მიერ “სირცხვილის გზის” გავლის დროს. აღსანიშნავია, რომ ასეთი დასჯა გამოიყენებოდა მხოლოდ დაბალი ფენების ქალების მიმართ. არისტოკრატიის წარმომადგენლებს შეეძლოთ რამდენიც უნდათ, იმდენი ეჭორავათ, სასტიკი დასჯის საფრთხე მათ არ ემუქრებოდათ.
allnews.ge