გაანებეთ თავი ეკლესიასთან ჭიდაობას, გამოწვევას მივიღებთ, არჩევნების წელია – მეუფე იაკობი

”ეკლესიასთან ბრძოლას თავი გაანებეთ. ვერ მოერევით რა.

ძალიან გთხოვთ, გაანებეთ თავი ეკლესიასთან ამ ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და ახლა, უბრალოდ დამარცხდებით. ჩვენთან თუ რამე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თქვენს თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და პირიქით, ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და სიტყვით თავისუფლებაც.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ იმათ რა, ეკლესიასთან ცოტა ჭკვიანად იყავით, ჭკვიან ხალხს ვეუბნები, ცოტა გონივრულად იყავით, იმიტომ, რომ არ გვინდა, წყნარად ვართ, მაგრამ გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ და მერე ვნახოთ, ვინ უშველით იმათ. ”

ამბობს ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share