„მაყუთის გარეშე ”კეპი” და “კაშნე” დარჩება შენგან, ჰოდა ეგ “კეპი და კაშნე “ ლენინსაც ჰქონდა“ – თაო ჩარკვიანი „უცნობს“

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

”ოლიგარქის  საზოგადოებავ, ანუ საზო “г а д” ოებავ- “არ აგარევინებთ”!  “რავა” შეგაშინათ ჩემმა მოწოდებამ , რუსთაველზე გასვლამ და კარვების გაშლამ ?

განსაკუთრებით “ღელავს” ორგანიზაციის დამფუძნებელი გია გაგეჩილაძე  “ნაცნობი ანუ უცნობი” , აი ის გია გაგეჩილაძე, სააკაშვილს ტელე- რადიო სიხშირე და მილიონები მოვთხოვე ჩემს სიჩუმეშიო თავად რომ აღიარა, აი ის  “ნაცნობი უცნობი”.

ნუ რაც თავად არის ის “საზო гад ოებაა” ფაქტია.

ნუ გეშინია, ასე რამ შეგაშინა ბიჭო გია , ტყუილად ნუ ღელავ, ხმა არ დაგიჯდეს, რადგან მაინც გავალთ რუსთაველზე, თან ბევრნი, ასეთ სიდუხჭირეს და ქვეყნის განადგურებას არავინ აიტანს, ოღონდ საზოგადოებას “არ აგარევინებთ” კი არ ერქმევა , არამედ არ “გაგაყიდინებთ” ერქმევა! დიახ არ გაგაყიდინებთ რუსებზე ქვეყანას!

მესმის შენი გია , ვხედავ ღელავ, რადგან არც სიხშირის მომცემია ვინმე , ხალხსაც ვეღარ “გადააგდებ”, როგორც “გადააგდე” წლების წინ და მაყუთის გარეშე კი , ზუსტად იცი “კეპი” და “კაშნე” დარჩება შენგან, ჰოდა ეგ “კეპი და კაშნე “ ლენინსაც ჰქონდა……დედა, “რავა”გამოვაცოცხლე ეს მომპარავი კორუფციონერები “შლაპიანი ბაცაცა” გოგა ხაინდრავას მეთაურობით , იფიქრეს, ვაი ვიღუპებით ხალხი რომ გამოფხიზლდესო!”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share