უკრაინის მიერ რუსეთისგან დღეს დაბრუნებულ ტყვეებს შორის ქართველი ზაქრო ნონიაშვილიცაა – ინფორმაციას ოჯახის წევრებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცნობილია, რომ ზაქრო ნონიაშვილი რუსეთის ტყვეობაში 1 წელზე მეტხანს იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რუსეთისგან 207 ტყვე დაიბრუნა. უკრაინულ მედიასთან თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა განაცხადა, რომ დღეს დაბრუნებულ ტყვეთა შორის ის 65 ადამიანი არ არის, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, “IL-76 ის ჩამოგდებას ემსხვერპლნენ”.