უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში ქართული ლეგიონი ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share