კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ყველა ქცევითი აშლის უკან——-დაზიანებული ბიოქიმიაა.
რატომ ჰქონდათ შეშლილობის ეტაპები ცნობილ ისტორიულ მოღვაწეებს.
რატომ კვდებიან ზოგი ფორმის ციროზით, როცა გადარჩენა და გაჯანმრთელება შეიძლება
მედიცინა სვამს კითხვას——–რატომ გამრავლდა პაციენტთა რიცხვი? და თავად პასუხობს—-გამრავლდა არაზუსტი დიაგნოზები.
პორფირია რთული, პოლისემანტიკური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ადამიანის ორგანოთა ყველა სისტემას. იმის მიხედვით, რომელი სისტემაა დაზიანების მთავარი სამიზნე , განიხილება ამ დაავადების სხვადასხვა ფორმა. განსაკუთრებით ცუდი კი ის არის, რომ ეს ძალიან ხშირი დაავადებაა და უამრავ ადამიანს აქვს ისე, რომ საერთოდ არ იცის ამის შესახებ. განსაკუთრებით, მისი ჩუმი ფორმების შესახებ და ამის გამო დიდი ცხოვრებისეული პრობლემები აქვს სხვადასხვა ეტაპზე. ამ დაავადებას და მედიცინას შორის, ძალიან ხშირად, ყრუ კედელია აღმართული. ადამიანები სიცოცხლის შეზღუდვისკენ მიექანებიან, რადგან ამ დაავადების გამოცნობა უხშირეს შემთხვევაში ვერ ხდება . ადამიანი უშედეგოდ ფულს ხარჯავს არასწორ მკურნალობაში. მედიცინამ ეს უკვე ღიად აღიარა და ამ დაავადებას ——ხშირად გამოუცნობი და ძნელად სადიაგნოსტიკო პათოლოგია უწოდა . გამოუცნობ შემთხვევებში, ზოგი, მძიმე ფორმის დროს, ამ დაავადების გენის მტარებელი სრულიად გონიერი ადამიანები, ბოლოს ხდებიან ფსიქიატრის პაციენტები. თუ თქვენს ნაცნობს ან ახლობელს ფსიქიკა შეერყა, თავიდანვე ნუ ჩათვლით, რომ ის ფსიქიატრიული პაციენტია. ფსიქიატრის ყოველი 100 პაციენტიდან ———-80 თერაპევტის პაციენტია და ფსიქიატრის ,მხოლოდ , კონსულტაცია ესაჭიროება. ისინი არასწორი თერაპიული მკურნალობით გახდნენ ფსიქიატრის პაციენტები. მედიცინის ყველაზე გონიერი მხარე მიხვდა, რომ——–ქცევითი აშლილობების ნებისმიერ ტიპს ქმნის დაზიანებული ფიზიოლოგია და ბიოქიმია. პორფირიის დროს შეიძლება ნებისმიერი ექიმი დაიბნეს, თუ ზედმიწევნით არა აქვს შესწავლილი, გააზრებული და ამასთანავე ბევრჯრ ნანახი—- ეს დაავადება. ამიტომ უწოდებს მედიცინა მას——– ხშირად გამოუცნობ და ძნელად სადიაგნოსტიკო დაავადებას. თუმცა ყველაფერი არც ისე რთულადაა ,თუ ორგანიზმს მთლიანობაში განიხილავ და არა დანაწევრებულად. ამის საილუსტრაციოდ, ცნობილი სამწუხარო შემთხვევის მაგალითს ვიტყვი, როცა ——ეს არაფერიათ ——- დაიმედებული ახალგაზრდა, გულის თრომბოემბოლიით დაიღუპა. ჩივილი კი ფეხის ცერა თითის პერიოდული ტკივილი იყო. ორგანიზმის არამთლიანობაში განხილვა, ყოველთვის შეცდომის საწინდარია. სრულიად ლოკალური პროცესი არ არსებობს. ორგანიზმი ერთი მთლიანობაა. დაზიანებული სისხლი ნიშნავს , მეტნაკლებად დაზიანებულ ყველა ორგანოს. რადგან, სისხლი ცირკულირებს ორგანიზმის ყველა წერტილში. მას მიაქვს ჟანგბადი და საკვები ორგანოებთან. დაავადების სიმძიმის შეფასება სისხლის მიკროცირკულაციის ხარისხით უნდა მოხდეს . როგორი ჯანმრთელობის სისხლი მოძრაობს სისხლძარღვებში, ისეთივეა ადამიანის ჯანმრთელობის სტატუსი. ამ სტატიით ვსაუბრობ დაზიანებულ სისხლზე. დაავადება მით უფრო წარმატებით მორჩება, რაც უფრო ზუსტად შეფასდება სისხლის ხარისხი. რაც სამწუხაროდ, ხან მეორეხარისხოვანია.
პორფირიაზეა ბიოქიმიურად დაშენებული ბევრი მძიმე დაავადება და უხშირესად სიმსივნეები. ასევე დემენციები, ალცჰაიმერი, გაფანტული სკლეროზი და სხვა. სიკვდილ-სიცოცხლის ჩატეხილი ხიდის გავლამდე, ადამიანი აუცილებლად გაივლის ——–ტიპური ან ატიპური პორფირიის და დაზიანებული ფარისებრის სტადიებს.
პორფირიის სათავო მიზეზი გენეტიკური პრობლემაა ,რომლის გამო შესაბამისი ფერმენტების უკმარისობაა ,რომლებმაც ჰემი უნდა მიიღონ სწორი ბიოქიმიური რეაქციებით. თუმცა არაგენეტიკური ვარიანტებიც არსებობს. იმდენად ხშირია ამ დაავადების ლატენტური ფორმა მოსახლეობაში, უფრო მეტ დეტალებში რომ ჩაგახედოთ ძალიან გაოცდებით. მცირე მენტალური გადაცდომის დროს, პაციენტს უკვე ამ ჭრილში უნდა დაკვირვება. ამ ეპოქაში მენტალური რეტარდაცია ძალიან ხშირია ჩვენს საზოგადოებაში და არა მარტო ჩვენთან. მსოფლიო მედიცინის მესვეურები დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ , კვლევებით მიღებული დასკვნების გამო. ამაზე ხშირად ავღნიშნავ , რომ მსოფლიო კვლევებმა ბავშვთა ასაკში მენტალური რეტარდაციის უდიდესი პროცენტი გამოავლინა. შეიძლება ადამიანი ცნობილი პროფესორი იყოს და მენტალური რეტარდაცია ჰქონდეს. მითუმეტეს, კონტროლის მექანიზმებიც არ არის, ბოლო დისერტაციის შემდეგ მისი ტვინი როგორი ჯანმრთელობის სტატუსშია. დემენციის გარკვეული ფორმა ყველას შეიძლება დაემართოს. მენტალური პრობლემა ყოველთვის არ არის არაადექვატური საუბარი, არამედ ქცევის წესები და ხასიათობრივი განწყობებია ნორმიდან შეცვლილი. ეს პრობლემა ყველაზე ხშირად პორფირიის ფონზეა.
ჰემზე ბევრჯერ ვისაუბრე და კიდევ ავხსნი. ჰემი——–ჰემოგლობინის ფორმით ძვლის ტვინსა და წითელ უჯრედებშია. ღვიძლში ჰემი, იმ ცილების და ამინომჟავების შემცველობაშია ,რომლებიც ადამიანის მთავარ სასიცოცხლო ნივთიერებებს ქმნიან სიცოცხლის შემქმნელ ფორმულებამდე ანუ შლიან ჰორმონებს, ბიოგენურ ამინებს , ნეიროტრანსმიტერებს და სხვა რთულ ნივთიერებებს ——-ფიზიოლოგიისთვის მისაღებ სასიცოცხლო ფორმამდე. ჰემი პრობლემურია?———უპირველესად ღვიძლი იშლება თანდათან . ღვიძლს რომ ქოლესტერინის სწორი ბიოქიმიის განხორციელება არ შეუძლია, ამის მიზეზი ჯერ ძვლის ტვინსა და სისხლში უნდა ეძებო. ჰემის წარმოქმნა ხდება ძვლის ტვინში და ღვიძლში . ჰემის წარმოქმნას 10 მდე ფერმენტი აკონტროლებს .თუ ნაკლებია ეს ფერმენტები ან დასუსტებულია რომელიმეს ფუნქცია——–ვერ მიიღება ჰემის ჯანმრთელი ვარიანტი. ეს კი უკვე სხვადასხვა დაავადებებია. პორფირიის დროს ჰემი არ იქმნება ან მახინჯი ბიოქიმიური ფორმით მიიღება. ამის გამო პორფირინი იმატებს. მოჭარბებული პორფირინი უკვე შხამია , წამლავს ორგანოებს და დაავადებებია. ამ დროს ასევე გროვდება, პორფირინის შემქმნელი შხამიანი ნაერთებიც. პორფირინი ჰემის ნაწილია, მისი ბიოქიმიური პრეკურსორი ანუ მისი წინა ფიზიოლოგიური სტადია. პორფირიის დროს—პორფირინი და პორფობილინოგენის ჭარბი წარმოქმნა ხდება. გამწვავებული პორფირიის დროს ამინოლევულინოვის მჟავის და პორფობილინოგენის სიჭარბეა. ისინი კუმულირდებიან ღვიძლში. დავაკონკრეტებ ———-პორფირიის დროს პორფირინი და მისი წინა რეაქციების ნივთიერებები ბიოქიმიურ ციკლში ვერ გარდაიქმნებიან ჰემად. ჰემი წითელი პიგმენტია. სისხლიც ამიტომაა წითელი. ჰემოგლობინი, ძვლის ტვინსა და ერითროციტებშია ანუ ჰემიც აქ არის . ჰემოგლობინს ანუ ჰემსაც ჟანგბადი მიაქვს ფილტვებიდან ორგანოებამდე. ბუნებრივია ,ფილტვის ბევრ დაავადებას, ლატენტური, გამოუცნობი პორფირიის ფონი აქვს.
როგორც ვთქვი, ჰემი იქმნება ღვიძლში და ძვლის ტვინში. ჰემს ქმნის ბევრი ფერმენტი. ადამიანის სიცოცხლე დგას ფერმენტებზე. ჰემი რკინის და პროტოპორფირინებისგან შედგება. ანუ ჰემშია რკინა. დიდი გონება არ უნდა იმას, რომ ადამიანი მიხვდეს —-როცა რკინის პრობლემაა ესეიგი—— ძვლის ტვინის , სისხლის სისტემის და ღვიძლის პრობლემაა. ღვიძლია დაზიანებული, ნებისმიერი ანემიის და რკინის პრობლემის დროს. გამორიცხულია ანემია , აბსოლუტურად ჯანსაღი ღვიძლის ფონზე ნებისმიერ ასაკში, თუნდაც ჩვილობაში. არა თუ ბავშვის დაზიანებული ღვიძლი, პედიატრიაში ბევრი შემთხვევაა აღრიცხული თანდაყოლილი ციროზების. ღვიძლი არ ყვირის. თუმცა,ექიმების აკადემიური თვალი ამ დროს მის ბევრ პრობლემას ხედავენ.
ყველაზე მეტი ჰემი ჰემოგლობინშია. ჰემის ბიოქიმიას მართავენ ფერმენტები .პორფირიის დროს ამ ფერმენტების ნაკლებობაა .ა მის გამო ჭარბდება პორფირინები. რომელი ტიპიც არ უნდა იყოს პორფირიის, ყოველთვის ჰემის წარმოქმნაა დარღვეული .ანუ ეს ყველაფერი რაც ხდება პორფირიის დროს———ჰემოგლობინის დაშლის აუცილებელი პროდუქტების———პორფირინების ცვლის დარღვევაა . ეს ხდება ღვიძლში და ძვლის ტვინში. რომლის დროსაც მთავარ პრობლემად იკვეთება ძვლის ტვინში ჭარბად წარმოქმნილი პროტოპორფირინები. ანუ პორფირინების ბიოქიმიაა დარღვეული. ჰემოგლობინი არასწორად იშლება .მისი ნაწილი შხამად გადაიქცევა და წამლავს ორგანიზმს.
ჯანმრთელი ჰემოგლობინი ვერ წარმოიქმნება, თუ პორფირინი ნორმა არ იქნება. ჰემოგლობინი ცილაა. მას ეწებება პორფირინი და რკინა. მხოლოდ ამ ვარიანტით ხდება ჟანგბადის სრული მიტანა ორგანოებამდე და შესაბამისად, თრომბის არ წარმოქმნა და ჯანმრთელობა. პორფირია მემკვიდრული ,ძალიან ხშირი დაავადებაა. ის არა მარტო გენეტიკური მუტაციაა, ჰემის შემქმნელ გენში, არამედ ეს დაავადება მიიღება არასწორი ცხოვრებითაც , არაჯანსაღი კვებითაც და არასწორი მკურნალობითაც. ჰემოგლობინი სისხლის წითელი უჯრედების ცილაა, რომელიც ფილტვებიდან ჟანგბადს ორგანოებში მიასეირნებს. ორგანოებამდე მიტანილი ნაკლები ჟანგბადი ჰემოგლობინის პრობლემაა და ნიშნავს თრომბოზებს და შესაბამისად დაავადებებს. ჰემი ,ჰემოგლობინის მთავარი ნაწილია. ჰემს ბიოქიმიაში სხვა როლებიც აქვს. ჰემი მონოამინოოქსიდაზასთან ერთად მონაწილეობს ნივთიერებების სწორად დაშლასა და ნარჩენი მომწამლავი ბალასტის ორგანიზმიდან გატანაში. გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, რომელსაც არასოდეს არ აუხსნეს რა ფუნქცია აქვს სიცოცხლისათვის ჰემოგლობინს, ხშირად ტრაბახით ამბობს ————მე მძიმე ანემიით დავდივარ და არ ვმკურნალობ——. დაბალი ჰემოგლობინის არ მკურნალობა ან არასწორი მკურნალობა ეს ნიშნავს———თან დაატარებ სიკვდილის მაქსიმალურ შანსს. ესაა გზა ყველა დაავადებისკენ . ამიტომაცაა ანემია შეტანილი, კიბოსწინარე პარანეოპლასტიკურ დაავადებათა ცხრილში. ანემია , რომელიც გაუძლურებს, ყველა ორგანოს ანადგურებს. ჰემოგლობინის ნაკლებობაზე—– ანემიაზე მეტად, როგორ მიგახვედროს ძვლის ტვინმა, რომ ღეროვანი უჯრედების შექმნას ანელებს და წყვეტს .ღეროვანი უჯრედების რიცხვი იდენტურია ადამიანის სასიცოცხლო დღეების რაოდენობის.
მეტი გაგებისთვის მექანიზმის ახსნას კიდევ ვაგრძელებ ,რომ ყველა მხრიდან შეგახედოთ და გაგაგებინოთ ჰემოგლობინის სასიცოცხლო მნიშვნელობა და მისი დეფექტის—— ყველაზე გავრცელებული დაავადების————პორფირიის მექანიზმი . პორფირიის დროს უჯრედებს არ შეუძლიათ პორფირინის და მისი წინა სტადიის ნივთიერებების———ჰემად გარდაქმნა . ჰემი ერითროციტების წითელი პიგმენტია. ღვიძლში ჰემი იმ პროტეინებსა დ ა ამინომჟავებშია ,რომლებიც წამლებს, ჰორმონებს, ნეიროტრანსმიტერებს და სხვა ნივთიერებებს, ორგანიზმისთვის ასათვისებელ ფორმაში გარდაქმნიან. პორფირინები რთული ნაერთებია. ისინი ქმნიან ჰემოგლობინს, სისხლის ცილებს და მთავარ როლში არიან ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებაში.
პორფირიის ლატენტური ფორმა უამრავ ადამიანს აქვს და საერთოდ არ იციან ამის შესახებ.
რა შემთხვევებში უნდა ეძებო პორფირია? ერთი სიმპტომიც საკმარისია, რომ ის აუცილებლად გამორიცხო —————————ჰალუცინაცია ,აუტიზმი,
გულყრები; კუნთების, თუნდაც პერიოდული სისუსტე ;შარდის შეკავება ან დაუცლელობის შეგრძნება; შეკრულობა, პერიოდული გულისრევის შეგრძნებ ა ;კანის ქავილი, მზის აუტანლობა და რუჯის მიღების დროს კანის ადვილად დაწვა ბუშტუკების გაჩენით ; ფრჩხილების დეფორმაცია და ადვილად მტვრევა ;მაღალი ან დაბალი წნევა; კანის თუნდაც, პერიოდულად წითელი ფერი ;სახსრების დაავადება, ანემიის ყველა ფორმა ;ნევრიტები, ნევრალგიები და რადიკულიტები ;მუცლის ტკივილის შეტევები; ყაბზობა, დიარეა, შემუქებული შარდი ,ღებინება, თირკმლის დაავადებები ,რკინის ნაკლებობა ან მეტობა, დე ვიტამინის ნაკლებობა ,შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები, ქცევითი აშლა ;თმის ჩქარი ზრდა დაზიანებულ ადგილზე; კანზე, წყლულების ადვილად გაჩენა; მხედველობის ძლიერი დაქვეითება; მუცლის ტკივილი, პანკრეატიტი, ღვიძლის ყველა დაავადება და სინდრომი; ამილაზას ცვლილება, აზროვნების შეცვლა, მენტალობის არამყარობა, დეპრესია.
ხშირად სხვადასხვა დაავადებები არ რჩებიან ან ქრონიკულდებიან, რადგან, პორფირიის ზოგი სიმპტომიდან , რომლებიც სხვა დაავადებების ჩივილების იდენტურია არ ხდება პორფირიის გამოკვეთა.
კანის ფორმის——- დროს ღვიძლი ძალიან ზიანდება .ამ ფორმას ახასიათებს პერიოდულად——–კანის ქავილი, შეშუპება ;მზეზე ბუშტუკები და ადვილად დაწვა; ფრჩხილების ირგვლივ კანის გასქელება. გართულებული კანის ფორმის დროს არის——-კანი ფერმკრთალი და ადვილად დანაოჭებადი; მზეზე წვა ; თითების, ცხვირის, ყურის ფორმის შეცვლა. ქრონიკული ალერგიის დროს პორფირიის კანის ფორმა უნდა გამორიცხო. ამის გამო ხშირია მოურჩენელი ეწ ალერგიები. ევროპულ დერმატოლოგიურ სამეცნიერო ჟურნალში საკმაოდ მაღალი სტატისტიკა არის მოყვანილი———კანის ქრონიკული დერმატოლოგიური დაავადებების დროს, როცა არ დარჩა კანის დაავადება და რეალურად არსებულმა ——-პორფირიის კანის ფორმამ 30 პროცენტზე მეტი აჩვენა.
დაგვიანებული , კანის პორფირია—— 40 წლიდანაა უფრო ხშირად .ქვია ასევე მას— გადადებული, კანის პორფირია .მიზეზი გენეტიკურია—უროპორფინოგენდეკარბოქსილაზას დეფიციტი. ეს ფორმაა ხშირადაა ღვიძლის ციროზების მიზეზი .ეს ფორმა უნდა გამოირიცხოს ცე ჰეპატიტების დროს. ეს ფორმა რკინის ცვლას ბლოკავს და რკინის დაქვეითებაა .ამ ფორმის დროს რკინის ცვლა ძალიან ფერხდება .დადგენილია, რომ პორფირიის კანის ფორმის დროს, ყველზე მეტადაა ღვიძლი დაზიანებული.
სტატისტიკური მონაცემებით——-კანქვეშა პორფირია ძალიან ხშირია .თუ თანდაყოლილია, რომელიც უხშირესადაა, მაშინ უმეტეს შემთხვევაში ფერმენტ———უროპორფირინოგენდეკარბოქსილაზას დეფიციტია ღვიძლში. კანქვეშა პორფირია ხშირია ამ შემთხვევებში———-თირკმლის ქრონიკული დაავადება,ორალური კონტრაცეპტივების მომხმარებლები,ალკოჰოლის მომხმარებლები, ღვიძლის ციროზის დროს.
ცალკე ნოზოლოგიაა——- ღვიძლის პორფირია . უხშირესად გენეტიკურია. მისი ჩივილებია ერთ-ერთი ან რამდენიმე————-კანის პრობლემები,შარდის შემუქება ,პულსის პერიოდული აჩქარება ;წნევის პერიოდული მატება ან კლებაა ; დეპრესია, შფოთი, ნევროზი , ქცევითი აშლა, ფსიქიკური გადახრები , კუნთების სისუსტე ,კუნთის კრუნჩხვა, გ ულყრები ,ყაბზობა, მუცლის და წელის ტკივილი . ეს ——-ღვიძლის ჩივილებია ამ დროს და შესაბამისად, ძვლის ტვინის დაზიანების გამოხატულებაა. ამიტომაა აბსურდი ჩამოთვლილ დაავადებებზე, მაგალითად –ნევროზზე, დეპრესიაზე, ქცევით აშლაზე ——-მხოლოდ ანტიდეპრესანტზე კონცენტრირება, როცა ღვიძლი და ძვლის ტვინი თანდათან ისედაც იშლება. ღვიძლის ტიპის პორფირიის დროს პორფირინები და მისი წინა პროდუქტები ღვიძლში მიიღებიან .ღვიძლი ყველაზე მეტად ზიანდება კანის და ღვიძლის პორფირიის ტიპის დროს . ღვიძლის ტიპის პორფირიის დროს, ყველაზე მეტი ფსიქიკური აშლაა რეგისტრირებული. ადამიანი მიჰყავთ მხოლოდ ფსიქიატრთან. მას კი ღვიძლი ეშლება . მისი დიდი პრობლემა მხოლოდ ღვიძლის ირგვლივ ტრიალებს. სხვა ჩივილები, მათ შორის ფსიქიკური, მხოლოდ ღვიძლის გართულებაა. ანტიდეპრესანტები ფსიქიკის აშლის მწვავე პერიოდში, ბუნებრივია მისაღებია. მაგრამ ,მათი გრძელი კურსები მთლიანად ფიტავს სისხლის საწყობს—-ძვლის ტვინს, საიდანაც იკვებება ღვიძლი და იწვევს ღვიძლის საბოლოო დეგრადირებას.
პორფირია შეიძლება ძალიან რთულად მიდიოდეს, მაგრამ ლატენტურად ,ამიტომ გარეგნულად არაფერი არ იყოს გამოვლენილი. ამ დროს სისხლის საერთო ანალიზით და ღვიძლის შეფასებით არკვევ ამ ვითარებას. ის გამოიკვეთება ჩივილებით მაშინ, როცა სტრესი ან მძიმე ვირუსია. რთული ვირუსების დროს ადამიანების მდგომარეობას, პორფირიის ფონი ამძიმებს და ხშირად გარდაცვალების დამჩქარებელი ხდება.
ნებისმიერი ანემიის დროს ეს დაავადება უნდა გამოირიცხოს. ანემიის დროს მისი გამორიცხვა რუტინული სტანდარტია . ამის არ გაკეთება და ანემიის მიზეზის არდადგენა, ეს დაავადება იქნება მიზეზად თუ სხვა——–პრიმიტიულობის გამოხატულებაა. ლატენტური პორფირიები ხშირად მიდიან მარტო ანემიით .რკინის პრობლემის დროს პორფირიის ყველა ტიპი უნდა გამოირიცხოს. მაღალი დონის მედიცინაში სტანდარტია—————–დე ვიტამინის ნაკლებობის დროს ლატენტური პორფირია უნდა გამოირიცხოს.
ერითროპოეტინური ტიპის ——–პორფირიის დროს, ჭარბი პორფირინები ძვლის ტვინში წარმოიქმნება .ამ დროს თირკმლის ქრონიკული დაზიანებაა. რომელიც ხშირად ვერ ფიქსირდება. ამიტომ ხვდება ბევრი გაოცებული ადამიანი დიალიზზე. ანუ ვისაც საერთოდ არ ეგონა თუ თირკმლები აწუხებდა. ექიმი, რომელსაც ჰყავს თირკმლის ქრონიკული დაავადებით პაციენტი, მუდამ უნდა დააკვირდეს მასში პორფირინის ცვლას. ბევრი დამწყები ექიმი დაფიქრდება——–რატომაა ხშირად ასე გადაჯაჭვული—— სისხლის პრობლემები საშარდე გზების გამოვლინებებთან. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა მინახია, ადამიანებს საშარდეში დიდი პრობლემა აქვთ- ან პროსტატიტი ან თირკმლის კისტები ან კენჭი და განმარტება არა აქვთ იმაზე , როცა სისხლის ანალიზში ,სისხლის ატიპური ელემენტებია მომატებული .
ბევრ ბავშვს აღენიშნება თანდაყოლილი ერითროპოეტინური პორფირია. წლამდე ბავშვს როცა ვმეთვალყურეობ მას ვუკეთებ ყოველ თვეზე კალორაჟის გაანგარიშებას. ამ პრინციპის გარეშე ჯანმრთელი ბავშვი ვერ გაიზრდება . ეს არის პედიატრიის ოქროს წესი . წლამდე ყველა თვეში კვების შედგენა, ფორმულებითაა დაქვემდებარებული პედიატრიის სტანდარტებს. კვების სტანდარტი არსებობს, მაგრამ მისი კორექცია ხდება ბავშვის ინდივიდუალური მონაცემების და დაავადების გათვალისწინებით . ამ ტიპის პორფირიის დროს ბავშვს სპეციფიკური კვება ესაჭიროება, რაც მომავალში სისხლის დაავადებების პროფილაქტიკაა. როგორც დადგენილია მედიცინაში, პორფირიის მავნეობას აძლიერებს ანუ მისი მაპროვოცირებელია ნახშირწყლების დეფიციტი .ზრდასრულებში სულ გამორიცხვა ნახშირწყლების, რაც დამკვიდრდა სნობურ მოდად ,უკიდურესად დაუშვებელია. აკადემიურობასთან ფარდობითობაში არ არის თვითნებური დიეტები და დამზიანებელია. პედიატრიულ კონტიგენტში ნახშირწყლების ბალანსი უკიდურესად სასიცოცხლოა .მაგალითად 2 ან 3 ან 4 წლის ბავშვს დღეში მინიმუმ 130 გრამი ნახშირწყალი სჭირდება. რასაც ვანგარიშობთ საკვებიდან შესაბამისი ფორმულებით . წინააღმდეგ შემთხვევაში ღვიძლი ნელა დაშლას იწყებს. ერთ წლამდე ეს მიდგომა ყოველ თვეში ფორმულების საფუძველზე დგინდება და დღიური კალორაჟიც თვეების მიხედვით განსხვავებულია.
გაურკვეველი მიზეზის ანემიების და ასევე სეკრეციული ტიპის კიბოების , თირკმლის ქრონიკული უკმარისობის და ზოგი სხვა დაავადების დროს ერითროპოეტინზე თუ არ ხდება კვლევა, მკურნალობა და შედეგიც ბუნდოვანი იქნება.
პორფირიის განსაკუთრებული და ძალიან გავრცელებული ფორმაა——მწვავე წყვეტილი პორფირია——aip. უფრო ახალგაზრდა ასაკშია. მეტად ხშირად ქალებშია. ამ ფორმის მაპროვოცირებელებიდან უფრო ხშირია წონის დასაკლები დიეტები. ამ ფორმას ასევე აპროვოცირებს—ხელონური ჰორმონები, ანესთეზია,კოტრაცეპტივების გამოყენება, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები .ამ ტიპს არ ახასაითებს ფოტომგრძნობიარე კანი .შეტევა შეიძლება გამოიხატოს მუცლის ტკივილით ან პულსის აჩქარებით ან ზომიერი ტკივილია ზურგში და ბარძაყებში გადადის .ამ ტიპის პორფირიას, ხშირ შემთხვევაში, ახასიათებს სახის ნერვის დამბლა .თუ სისხლის საერთო ანალიზის აკადემიური გააზრებაა შესაძლებელი, ექიმი ამ ტიპის პორფირიას ანალიზშივე გამოიცნობს, თითქოსდა ბევრი ცვლილებების არქონის დროს. სისხლის საერთო ანალიზი დეტალურად იშიფრება პაციენტის არსებულ ჩივილებთან და დაავადებებთან კორელაციაში. ამიტომ, უცნობი ადამიანის სისხლის განხილვას აზრი არ აქვს და არ იქნება ზუსტი .ის უნდა გაშიფროს პირადმა ექიმმა. ზოგადად რატომაა გადახრილი მონაცემი, ამას სამედიცინო წყაროებშიც მოიძევთ. ყველზე რთული———- სისხლის საერთო ანალიზის გააანალიზებაა, რადგან მისგან უამრავი დაავადების უზუსტესი ვარაუდი და დადასტურება შეიძლება. ეს ანალიზი ასახავს ყველა იმ პრობლემის კომბინაციას ,რაც ადამიანს აქვს.
პორფირიის ამ ფორმით ხვდება ბევრი ადამიანი ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამიტომ ,არ შეიძლება და დაუშვებელია ნებისმიერი დაავადების მკურნალობა სათავო მიზეზის გაგების გარეშე. როცა ვასკვნით დაავადებას, იქვე უნდა ვიფიქროთ———ეს პირველადია თუ მეორადი. რადგან,ძალიან ხშირად, ბევრი უმძიმესი დაავადება რომელიმე სხვა დაავადების , მხოლოდ სინდრომია. დაავადების ამ ტიპის დროს მიკროელემენტების პრობლემაა .ამიტომაც არის მწვავე წყვეტილი პორფირიის დროს მეტაბოლიზმის დიდი ზიანი. ჭარბი ქოლესტერინით ქრონიკულად მოავადეებს ხშირად უდასტურდებათ პორფირიის ეს ტიპი . გასაოცარი ის არის,ქოლეტერინის სიჭარბის დროს ბიოქიმიურ რეაქციებს რომ გაყვე , თითქმის იგივე ნივთიერებების პრობლემაა, როგორიც ამ ტიპის პორფირიის დროს . ამ ტიპის პორფირია ყველაზე ხშირია სტატისტიკურად. ამ დროს ჰემი ძალიან გადახრილია. მაოცებს უერეაქციოდ გატარებული სისხლის საერთო ანალიზები, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან გადახრებს ხაზი არა აქვს გასმული. განაწილების ფართების და მსგავსი მონაცემების დარღვევა ბევრ დაავადებაზე გვესაუბრება. პორფობილინოგენდეამინაზას აქტივობას ნებისმიერი დაავადების დროს უნდა დავაკვირდეთ, რასაც ხშირად ანალიზის გარეშე ჩივილებზეც ამოიცნობთ. სისხლზე დგას სიცოცხლე. სისხლი ამუშავებს ორგანოებს.
პორფირიის ყველაზე მძიმე ფორმები მიდის———ფსიქიკური აშლით, სახის ნერვის დამბლით ,ბავშვებში კანის აცლით, კრუჩხვებით, დამბლებით ,თითებში ჩხვლეტის შეგრძნებით ,კუნთების სისუსტით, ნევრალგიებით, ხერხემლის ტკივილით. პორფირიის ბევრი შემთხვევაა დიკლოფენაკის ჯგუფის წამლებით მკურნალობაში მიმალული , როცა ამ ჯგუფის მედიკამენტები თავად ითვლებიან ამ დაავადების მაპროვოცირებლად.
დავაკონკრეტებ ამ დაავადების მაპროვოცირებლებს——-ნერვული სისტემის პრობლემა, გასახდომი დიეტები ,ნებისმიერი ტიპის რუჯი, ალკოჰოლი, ჰორმონალური -ქიმიური წამლები, რკინის ნაკლებობა ან სიჭარბ ე; რკინის ნაკლებობის ,მიზეზის გარკვევის გარეშე რკინის გადასხმები ;შეხება შხამებთან, შაქრის ნაკლებობა ორგანიზმში; მ ძიმე მეტალების მატება, უფრო ტყვიის ; ნარკოტიკი , სტრესი ;არასწორად დანიშნული წამლები ;კალორიების შემცირებულად მიღება; ზღვა, ღვიძლის დაავადებები .
ხშირად ხდება , კანის პორფირიის ალერგიაში არევა. პორფირია ძალიან ხშირადაა განუყოფელი ფარისებრის პრობლემასთან.
აუტიზმის ურთულესი ფორმების დროს, იმ ამინომჟავების ცვლებია ბოლომდე მოშლილი, რომლებიც სისხლის სისტემას კურირებენ ანუ პორფირიაში მონაწილეების.
პორფირიის სტანდარტული მკურნალობა მისი დროებით შეფუთვაა. პორფირია სრულად არასოდეს არ მორჩება ამინომჟავების მოშლილი ცვლების ბოლომდე დალაგების გარეშე ,ისევე როგორც ნებისმიერი დაავადება.
პორფირია აუცილებლად გამორიცხეთ ამ დროს——–ალერგიები ,ყაბზობა, დიარეა, შარდის დაუცლელობის შეგრძნება; მაღალი წნევა ან დაბალი; თირკმლის და ღვიძლის დაავადებები, დიალიზზე ყოფნა, ფსიქიატრიული პრობლემა ,ეპილეფსია,ძლიერი სიმსუქნე ან ძლიერი სიგამხდრე. განსაკუთრებით დააკვირდით შარდის გამუქებას .
ცალკე გამოვყოფ კანის უეცარ ,გარდამავალ სიწითლეს, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ეს დაავადება .როგორც პორფირიის, ისე სხვა დაავადებების დროს, კანის უეცარი სიწითლე კარცინოიდული სინდრომია და ორგანიზმში დამპალი ენდოკრინული უჯრედების გროვებზე მიანიშნებს. თუ ეს უჯრედები არ გამოიდევნა, ისინი შემდეგ სიმსივნეებად პრეზენტირდებიან.
ანემიის ბრმად მკურნალობა მიზეზის გაგების გარეშე სრული სიბნელეა.
პორფირიის სიხშირე გამოვლენილია 20 წლიდან. მედიცინა აღიარებს, რომ მწვავე მუცლის დიაგნოზით ბევრი ოპერაცია გაკეთებულა შეცდომით, როცა მუცლის შეტევითი ტკივილი, ღებინება და სისხლში ლეიკოციტოზი იყო. რეალობაში კი პორფირიის შეტევა იყო.
პორფირიის გართულებებია— -სუნთქვის უკმარისობა, კუნთური დამბლები ,თირკმლის დაზიანება, მაღალი წნევა. პორფირინები ყველაზ ხშირად თირკმლებს აზიანებენ. პორფირიას ღვიძლი, ციროზამდე და სრულ დაშლამდე მიჰყავს. გართულებული კანის ფორმის დროს, კანი ფერს იცვლის და ნაწიბურები რჩება.
პორფირიის დროს არასწორი ფორმით იშლება ამინომჟავები .განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ღვიძლის და სისხლის პროტექტორები არიან. ამინომჟავების დაშლის შედეგად ერთი პროტეინი ძალიან ჭარბად გამოიყოფა . შემდეგ მის ქვევით მომდევნო მექანიზმები განვითარდება. ადამიანს მძიმედ აზიანებს და სიმსივნეებსაც იწყებს ნებისმიერი ფიზიოლოგიური კომპონენტის სიჭარბე. ნაკლებობის დროს არის დაავადებები ატონიით, სისუსტით. მაგრამ, ორი ან სამი ვიტამინის სიჭარბე უკვე გამოცხადებული კიბოა, მითუმეტეს————– ცილის სიჭარბე. ამიტომ, ნებისმიერი ტიპის მედიკამენტის მიღების დროს ექიმის გარეშე, ძალიან სიფრთხილე მართებს ყველას. პორფირიის დროს, სისხლის და ღვიძლის პროტექტორი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავების დეზორგანიზაციაა.
პორფირიის შედეგია დემენცია და უდიდეს როლს თამაშობს ალცჰაიმერში.
პორფირიის გამო დაზიანებული ღვიძლის გადანერგვაც რომ ხდება ,ძვლის ტვინში მაინც გრძელდება ჭარბი პროტოპორფირინის წარმოქმნა. ნებისმიერი დაავადების განხილვის დროს, მითუმეტეს თუ ანემიაა, ძვლის ტვინი სამიზნეზე უნდა გვქონდეს .პორფირიის დროს კი მითუმეტეს . რადგან , ძვლის ტვინი დასკლეროზებულია. შაქრის ნაკლებობა განსაკუთრებით შლის ღვიძლს და პორფირიებში უმთავრესი მიზეზია . ამიტომაა ,პორფირიის მკურნალობის დროს ,ერთი მიმართულება ——-გლუკოზის გადასხმებით დატვირთვა .ღვიძლის ციროზებში და დაშლაში, სტატისტიკურად ,პორფირიის წილი დიდია. კრახით დამთავრებული ღვიძლი, ხშირად შეიცავს ჭარბ პორფირინს.
თანდაყოლილი პორფირია ხშირად გამოიხატება აუტიზმით .ეს ის ბავშვებია ,რომელთა ჩივილების დაფიქსირება დროულად ვერ მოხდა ამინომჟავური გადახრების სინდრომებთან და სიმპტომებთან კორელაციაში.
თუნდაც ერთხელ, თუ ანემიამ წითელი აგინთო ,ძვლის ტვინი პრობლემაშია და განმეორების შემდეგ პორფირია გამორიცხეთ. ეს არაფერია————ს განმარტება ეწ მსუბუქ ანემიაზე საშუალოდგანვითარებულთა ტენდენციაა . ბევრჯერ ვთქვი-დამთავრდეს უნდა მოსახლეობის მიმართ ეწ მსუბუქ ანემიაზე ყველამხრივ გაუმართლებელი და უპრიმიტიულესი სიტყვები 66 ჰემოგლობინის დროს——— ჩვენს პირობებში ეს საუკეთესოა——. ჩ ვენს პირობებშია სწორედ—– გახშირებული სიკვდილობა და დაავადებები. 66 დან 54 მდე ეწოდება ანემიის პირველი ხაზი. ანუ 66 ზე ისე უნდა იმოქმედო როგორც 44 ზე. ანუ მიხედო ძვლის ტვინს. მცნება —–მსუბუქი ანემია არ არსებობს. ნებისმიერი ხარისხის ანემია ნებისმიერ ასაკში , თუნდაც ჩვილებში მიმდინარეობს გარკვეულ დონეზე დაზიანებულ ძვლის ტვინში. ეს აქსიომაა და სხვა მიდგომით ადამიანი მხოლოდ დაზიანდება.
ლატენტური პორფირია რომ არ გაიპაროს, ფოტოსენსიბილიზაციაზე უნდა დაკვირვება . დაკვირვება უნდა , როცა ბავშვს სინათლე აუნთე და თვალები აეწვა ან ძალიან შეწუხდა.
ლატენტურად რომ მიდის პორფირია, ხშირად მაშინ, მარტო ანემიით ან რკინის პრობლემით გამოიხატება. მიზეზის გაგების გარეშე რკინის ხშირი გადასხმა, თავად არის მაპროვოცირებელი, შეძენილი პორფირიის ჩამოყალიბების. ადამიანი ჭური არ არის და რკინა კი ღვინო . ძვლის ტვინს შემცირებული რკინის ხშირი დამატება კი არ უნდა ,არამედ————– გაჯანსაღება ,რომ თავად შეძლოს რკინის შექმნა. დაუშვებელია ძვლის ტვინის არაადექვატურად, ხშირად შეწუხება .ძვლის ტვინში იქმნება ღეროვანი უჯრედები, რომლებმაც უნდა აცოცხლონ ადამიანი. სანამ გაგაჩნია ღეროვანი უჯრედის წარმოქმნის უნარი ,მანამ ცოცხლობ . ძვლის ტვინი მანქანა არ არის, რკინით ——-ბენზინივით შეავსო. მიზეზები უნდა მოიძებნოს და კუპირებული იქნას, რის გამოც ძვლის ტვინმა სისხლის მთავარი ელემენტების შექმნა შეწყვიტა. ანემია არის ღია სიგნალი დიდი პრობლემებისკენ. ეპიფიზი ანემიით გაფრთხილებას იძლევა, რომ ამ ორგანიზმს აუცილებლად გაუჭირდება.
შეძენილი ანუ არაგენეტიკური პორფირიების დროს ,რკინის დიდი პრობლემებია . ამ დროს ფერმენტებზე მეტად , დამზიანებელი და დამნაშავეა ის ნაერთები, რომლებიც ფერმენტებს ქმინიან. ფერმენტების და მისი პრეკურსორების ანუ ფერმენტების შემქმნელი ნივთიერებების, ბიოქიმიურ რეაქციებში დაბლოკვის გამო,პორფირინები გროვდება.
გვიანი პორფირია ,ძირითადად აქვთ—- ცე ჰეპატიტით დაავადებულებს, ალკოჰოლისტებს ,ბევრი სიგარეტის მომხმარებლებს და რკინის პრობლემის მქონეებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნოზოლოგია ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 20 წლის წინანდელი ბრძანებით იშვიათ დაავადებათა ჩამონათვალშია, თანამედროვე მსოფლიო მედიცინა აღიარებს, რომ ის ძალიან ხშირია , მაგრამ ყოველთვის ვერ ხდება დაფიქსირება. ამიტომაც უწოდებენ ძნელად სადიაგნოსტიკო დაავადებას.
ბევრ ადამიანს აქვს ლატენტური პორფირია. ანუ ეს ადამიანი პორფირიის შემქმნელი გენის მტარებელია. მაგრამ, ჯანმრთელობას არ უჩივის. 60 წლის შემდეგ კი, ერთბაშად ეწყება პრობლემები და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ნაკლებია.
მედიცინა ამტკიცებს, ადამიანს რომელსაც სახსრის დაზიანება აქვს, არ შეიძლება რაღაც დონეზე პორფირინების ცვლა არ ჰქონდეს დაზიანებული. ამას პრაქტიკულადაც ნათლად ვხედავთ. დაზიანებული ძვალი და სახსარი, უპირველესად ძვლის ტვინის პრობლემაა . ძვლის ტვინში იბადება ღეროვანი უჯრედები .ღეროვანი უჯრედებია წინამორბედი———–ერითროციტების , ლეიკოცოტების, თრომბოციტების. ნებისმიერი ანემია ძვლის ტვინის დაზიანებაა. კიბოს დროს არ არსებობს მეტასტაზი გაჩნდეს, თუ ძვლის ტვინის დიდი პრობლემა არ არის. მეტასტაზები, ძვლის ტვინის მიერ იმუნური ფარხმალის დაყრის და მისი უკიდურესი უმწეობის გამოხატულებაა. კიბოს დროს მით მეტს იცოცხლებს ადამიანი, რაც უფრ მეტად მოხდება ძვლის ტვინის გაწმენდა, დაბალანსება და გაჯანსაღება. სახსრის ყველაზე რთული ფორმების დროს პორფირიის ხშირი მონაწილეობაა.
პულსის პერიოდული აჩქარების დროს პორფირია უნდა მოიკითხოთ, ასევე, მითუმეტეს, დეპრესიის დროს.
ჰემოლიზური ანემიები პორფირინის მოშლას ხშირად უკავშირდება. ბილირუბინის აწევის დროს პორფირია უნდა გამოირიცხოს.
პორფირიაზე როცა გეეჭვება ზრდის ჰორმონი უნდა აიღო. სომატოტროპინის მატების დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ეს დაავადება . მედიცინაში სტანდარტია და ვხედავთ, ზრდის ჰორმონის ანუ სომატოტროპინის მომატების დროს—– კიბოს მაქსიმალური რიცხვია. ეს კიდევ იმის დასტურია, რომ უპატრონოდ მიგდებული პორფირია, მეტი შანსია სიმსივნის დაწყებისთვის. არა მარტო ლეიკემიების, არამედ ნებისმიერი ტიპის ,თუნდაც კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის სიმსივნეების დროს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად მთავარი ბრძოლის არსი ———————–სისხლის სისტემის , ძვლის ტვინის და შესაბამისად—- ღვიძლის გადარჩენაა. მხოლოდ ჯანმრთელ ღვიძლშია ის ფერმენტები და ცილები, რომელთა ნორმაში ყოფნა ნიშნავს, რომ არ მოხდება ქსოვილის პათოლოგიური ადჰეზია—–შეწებება და არ გაჩნდება———- მეტასტაზი, პოლიპი, კისტა ,კენჭი , ფიბროზი, ფიბრომა და სხვა. მაგალითად, ცილა ელ კადჰერინი და სხვები.
სიმსივნეების დროს უხშირესად ძვალშია მესტასტაზი. ძვალში მეტასტაზის დროს, უხშირესად ლატენტური პორფირიის ფონია. რადგან ,ეს ყველაფერი ძვლის ტვინის ჯერ დაბინძურებით ,შემდეგ დაზიანებით იწყება .მაგალითად, მიელომურის დროს, რომელიც ძვლის ტვინის და სისხლის სიმსივნეა—— საბოლოოდ ყოველთვის, ოსტეოპოროზი და ჩონჩხის კიბოა. პორფირია ძლიერად და შემპარავად ებრძვის თირკმლებს. ამიტომაა ,მიელომური დაავადება ხშირად გადაჯაჭვული საშარდე სისტემის პრობლემებთან.
ჰალუცინაციები და ფსიქიკის ძლიერი არევა , რამდენიმე თერაპიულ დაავადებას ახასათებს, მათ შორის პორფირიას.
დადგინდა , რომ ციროზით გარდაცვლილი ადამიანების ,რომლთა მექანიზმში პორფირია დომინირებდა, გადარჩენა შეიძლებოდა.
წონის კლების არანუტრიციულად შედგენილი ან თვითდიეტებიდან პორფირიის ლატენტური ფორმის ბევრი შემთხვევა განვითარდა.
კუნთების პერიოდული ტკივილი თუ ქრონიკულია, ეს დაავადება უნდა გამოირიცხოს.
ადამიანები ქცევითი აშლილობით ან ეპლეფსიებით ამ დაავადებაზე უნდა შემოწმდნენ. ლატენტური პორფირიის დადგენას ძლიერ გამოცდილი ექიმები სჭირდება. ლატენტური პორფირიის აღმოჩენა და შესაბამისი დახმარება, ადამიანების სიცოცხლის ბევრად გახანგრძლივებას ნიშნავს.
პორფირია ცუდი დაავადებაა, რომელიც სისხლის გზით ბევრ ორგანოს ებრძვის და ძალიან აზიანებს. ასე ჩუმათ იწყება მძიმე დაავადებები და სიმსივნეები.
პორფირია შლის ცილებს და ამსხვრევს ფლავოფერმენტებს, რომლებზეც დგას აქტიური სიცოცხლე .ციროზის და კიბოს ტერმინალურ სტადიაში, სიცოცხლე უკანასკნელ ფლავოფერმენტებს ებღაუჭება. ფლავოფერმენტებზე ძალიან ხშირად ამიტომ ვსაუბრობ. რკინის მორიგი გადასხმა თუ სჭირდება თანამედროვე ადამიანს, ის თავად უნდა მიხვდეს ,რომ სისხლის და ძვლის ტვინის დიდი პრობლემა აქვს და ეს აუცილებლად უფრო გართულდება .
რატომ ვარაუდობს თანამედროვე მედიცინა, რომ ვან გოგს პორფირია ჰქონდა. როცა ის დათვრებოდა , ეწყებოდა კუჭ-ნაწლავის და ფსიქიკური პრობლემები.
ადამიანებს, რომლებსაც პათოლოგიური სიმთვრალე აქვთ, პორფირია გამოურიცხეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანუ თუ პორფირიაა ამ დროს ფონი და არ მიეხედა, ყველაზე ნაკლები რაც მათ დაემართებათ, იქნება——ღვიძლის დაშლა ან დიაბეტი.
მითოლოგიურ წყაროებზე დაყრდნობით მედიცინა ვარაუდობს, რომ ვამპირები მართლაც არსებობდნენ. რეალობაში ისინი პორფირიის უმძიმესი ფორმებით დაავადებული ადამიანები იყვნენ. ვამპირები უმი ხორციდან სისხლს ხვრეპდნენ და ამით ტკივილებს იწყნარებდნენ . რაც გამოწვეული იყო დაზიანებული სისხლით. საერთოდ, ყველა დაავადების დროს, ნებისმიერი ტკივილი დაზიანებული სისხლითაა გამოწვეული. ჯანმრთელია სისხლი?———-არ არსებობს თუნდაც ნებისმიერი, რომელიმე მსუბუქი დაავადება. თრომბი, მხოლოდ დაზიანებულ სისხლშ ი ჩნდება .სისხლის დაზიანების ბოლო კულმინაცია———– სიმსივნე ან ფსიქიკის აშლაა.
მეცნიერები ამტკიცებენ, ბრიტანეთის წარმატებულ მეფეს -ჰანოვერს დეპრესია ჰქონდა და პორფირია .ჭკვიანი და საუკეთესო მეფე პერიოდულად აგზნებაში გადადიოდა და ვერ აკონტროლებდა ნერვებს. ყველასათვის საყვარელი მეფის გაჯანმრთელებაზე მთელი ქვეყანა ლოცულობდა. ბევრი ცნობილი ლეგენდა და რეალობებია ისტორიაში, პორფირიით რომ იტანჯებოდნენ. ტექსტი არ დაიტევს ყველას.
ზღვაზე დასვენების დროს ,თუ მალე იწვებით მზეზე და ბუშტუკები გიჩნდებათ, ეს დაავადება გამორიცხეთ.
პორფირიის ზოგი ტიპის მიზეზს, მეცნიერება მონათესავე სისხლის აღრევას მიაწერს. მენტალობადარღვეულ ან ძალიან უხასიათო და უზრდელ, აგრესიულ ადამიანში პორფირია ეძებეთ. უმცირესი პრობლემის შემდეგ, ჟინით სამაგიეროს გადამხდელ, ბოღმით აღტკინებულებში——-ასევე ეძებეთ.
ადამიანის ნებისმიერი დაავადების რეალური განხილვა იწყება სისხლის გაანალიზებით. უპირველესად, სისხლის საერთო ანალიზით. რისგანაც ძალიან მცოდნე ექიმები ადამიანის ინდივიდუალობის შესახებ ბევრს იგებენ .ეს ანალიზი ღმერთისგან და ბუნებისგან ბევრ მინიშნებას და სასწაულებს მოიცავს .ამიტომ არის აბსურდი უცნობისთვის სისხლის ანალიზის გაშიფრვა. ექიმმა ეს ანალიზი უნდა განიხილოს ,თავისი პაციენტის ჩივილებზე და ცხოვრების ყველა ინფორმაციაზე თანხვედრით.
სახის ნერვის დამბლის დროს პორფირიას თუ არ გამორიცხავთ, აუცილებლად განმეორდება ან იგივე ან ინსულტის უფრო ძლიერი ფორმით. თანამედროვე მედიცინამ სახის ნერვის დამბლა ინსულტის ტიპების ჩამონათვალთა კლასიფიკაციაში შეიტანა. პორფირია ———სისხლის დაავადებების დიდი პროცენტის ბაზისია. ლატენტურ დაუფიქსირებელ პორფირიას პლიუს გადატანილი მონონუკლეოზი პლიუს მოუვლელი ძვლის ტვინი პლიუს ანემია———-მთვლემარე ნაღმია სისხლის რომელიმე დაავადების დასაწყებად. ყველანაირი ჰიპოქსიების, გულის დაზიანების, ტვინის ინსულტების, თირკმლის დაავადებების ბაზისში ხშირად დევს ლატენტური, გამოუცნობი პორფირია.
Porphyria——-ბერძნულად მეწამულს ნიშნავს. ლათინურად პურპურას, რაც სისხლის დაავადებაა. სინონიმთა ლექსიკონში მეწამულს შეესატყვისება——-მოწითალო. რეალობაში——-იისფერ-მელნისფერში გარდამავალი წითელია, დაბურული წითელი . რომლის მსგავსი მომაჯადოებელი სილამაზის ფერი ბუნებას არ შეუქმნია. რომელიც შეხედვისთანავე გამოყოფს ადამიანში—- ენდორფინებს-სიამოვნების ჰორმონებს. ბიბლიაში ვხვდებით, ებრაელი ერის გადარჩენის დროს მეწამული ზღვის გადალახვას . მეწამულ საკვებს მიეკუთვნება———-მოცვი, მაყვალი, მოცხარი, მეწამული სტაფილო, ალუბალი, ჭარხალი, წითელი კომბოსტო, წითელი ხახვი, მეწამული ქლიავი და სხვა . ყველა ესენი სიმსივნის საპროფილაქტიკო უმაღლესი ნუტრიციული რანგის სასიცოცხლო პროდუქტებია.
პორფირიის ლატენტური ფორმების გამოცნობაზე მედიცინაც კი იბნევა ხშირად. ამიტომ რასაც ვიტყვი , ეს მეთოდი არ ნიშნავს ასპროცენტიანს. მითუმეტეს, ჩვენს პირობებში ,სადაც ყველა არაექიმი ექიმობს და თავის მცდარ აზრებს გამოთქვამს , რაც განვითარების ზოგადი დონის სიდაბლეა . თუ ეულად ხართ , ექიმის და ეკონომიკური სახსრის გარეშე , მაშინ გააკეთე ეს, რომელიც მხოლოდ , ზოგ ფორმას ადასტურებს და ისიც 50 პროცენტის სიზუსტით . ხაზს ვუსვამ——— ზოგ ფორმას და მხოლოდ 50 პროცენტით. ისიც მხოლოდ, გამწვავებულ შემთხვევაში. ლატენტური პორფირიის დაფიქსირებას , უძლიერესი და გამოცდილი ექიმები სჭირდება. თუ შესაბამისი ჩივილები აღმოაჩინეთ, შარდი ღია ქილით გააჩერეთ მზეზე .თუ ის გაწითლდა ან გამუქდა ,აუცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ძალიან მიხარია, რადგან ვიცი ამ სტატიის შემდეგ ათასები გამოიკვლევენ თავს პორფირიაზე . ეს იქნება დიდი ნახტომი მათ ჯანმრთელობაში ხანგრძლივი სიცოცხლისკენ. გაითვალისწინეთ, რომ გაურთულებელი და ლატენტური შემთხვევები, თუნდაც ლაბორატორიულად , ერთი გამოკვლევით არ დადასტურდება. ამის აღმოჩენა, მხოლოდ პირად ექიმს შეუძლია, დინამიკის ყველა მონაცემზე დაკვირვების და სრულად გაანალიზების დროს.