მორიგი ტენდერი, რომელშიც რუსული კომპანია იმარჯვებს. სამეგრელოსა და გურიის ბაგა- ბაღები უკვე რამდენიმე თვეა შეშით ოკუპანტი ქვეყნიდან მარაგდებიან, რისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 ათას ლარამდე დაიხარჯა. მთავარი არგუმენტი რაზეც ბაღების გაერთიანება პედალირებს შეშის ხარისხი და მისი ღირებულებაა, თუმცა არაფერს ამბობენ იმ ფაქტზე რომ სახელმწიფოს შეშის საკუთარი მარაგი აქვს და აუცილებლობას არ წარმოადგენდა რუსეთიდან პროდუქტის იმპორტი.
ავტორი: ემა გოგოხია;